asdas
ცნობილი ადამიანები
ანეკდოტები
ანეკდოტები
ანეკდოტები

2010-12-30 15:10:01



– თქვენ ხშირად უნდა დაიბანოთ, – ეუბნება ექიმი პაციენტს.
– მე ყოველ კვირას ვბანაობ, ექიმო.
– კი მაგრამ, წყალი არ მოდის?
* * *
– მაგარი ექიმი ვიცი, თუ გინდა, ტელეფონს მოგცემ, – ეუბნება ერთი ლოთი მეორეს.
– სმას გადამაჩვევს?
– არა, ტო... მე დალევა ამიკრძალა. მერე 30 ლარი მივეცი და რაც გინდა, ის ქენიო.
* * *
ზესტაფონელს "მარშუტკა" გადაუბრუნდა. დაშოკილი მგზავრები ლანძღვით იკლებენ მძღოლს.
– კი მარა, რაი გაყვირებენ თქვენე? – გაბრაზდა ზესტაფონელი, – ვინცხას რაცხა ფეხი და ხელი მოგტყდათ. ე, ეგერ, მსუქანი კაცი რო წევს, სულ მოკტა, მარა იღებს ხმას?
* * *
ორი გამოსკლეროზებული დედაბერი ქაშვეთის წინ მზეს ეფიცხება.
– უყურე, ერთი, – ეუბნება ერთი მეორეს, – ის ორი ახალგაზრდა თვალს არ მაშორებს. ნეტავი, რომელი უბნელები არიან?
– ვინ, ქალო, აკაკი და ილია?
* * *
ორი ლოთი მესამე ლოთის პანაშვიდზე ზის.
– საწყალი ჩვენი ანტონა, – ეუბნება ერთი მეორეს, – ხუთი დღეა, წვეთი არ დაულევია. არადა, რა სპაკოინად წევს?
* * *
– ვის ეჩხუბე კიდევ? – ეკითხება დედა შვილს.
– ზემო მეზობელ ნიკას.
– უი, იმას, პატარა ალენ დელონს რომ ჰგავს?
– უკვე კვაზიმოდოს...
* * *
– ექიმო, შეიძლება, რომ ერთ დღეს მიცვალებულები გაცოცხლდნენ?
– რას ამბობთ, ხომ ჩამქოლავენ!
* * *
– რას ჩამოგტირის სახე?
– რა მაქვს სამხიარულო? ისევ გამექცა ცოლი.
– ვისი?
* * *
წინასაარჩევნო შეხვედრაზე კანდიდატს ბარათი მიაწოდეს, რომელზეც ერთადერთი სიტყვა ეწერა: დეგენერატი.
– აი, შეხედეთ, – აჩვენებს პოლიტიკოსი აუდიტორიას ბარათს, – ამის გამომგზავნს ტექსტის დაწერა დავიწყებია, მარტო ხელმოწერაა.
* * *
– ამ ბოლო დროს სულ ცეცხლს უჩვენებენ ტელევიზორში ეს გასაწყვეტები, – ბურტყუნებს მთვრალი გერონტი.
– ტელევიზორი გუშინწინ გადაგვეწვა, – უყვირის ცოლი, – მოშორდი მაგ ბუხარს, შიგ არ ჩავარდე.
* * *
– რა ცუდი სუფრა ჰქონდა გუშინ პროკოფიჩს ბანკეტზე.
– რატომ იყო ცუდი?
– ჩაშუშული ღვინოსავით ცივი იყო, ღვინო – თევზივით უგემური, თევზი კი პროკოფიჩის ცოლივით გამხდარი, ცარიელი ფხა და კანი.
* * *
– ნუ დარდობ, ორ თვეში დაგავიწყდება, ცოლი რომ გაგექცა, – ამშვიდებს ძმაკაცი ძმაკაცს.
– ორ თვეში ვერ დამავიწყდება. ქურქი გამოვუტანე ორწლიანი განვადებით.
* * *
– სულ შენ გგავს ეს საზიზღარი ბავშვი! – უყვირის ცოლი ქმარს.
– გესმის, შვილო, – მიუბრუნდა მამა შვილს, – რას ამბობს ეს ჩერჩეტი დედაშენი? რომ გელაპარაკები, ბოთლს გაუშვი ხელი, ნუ სვამ ბოთლიდან არაყს, ჩაასხი ჭიქაში!
* * *
– მამი, მიყიდე, რა, მანქანა? – ეხვეწება კახელს შვილი.
– რა ჭირად გინდა მანქანა?
– რო ვიარო, მამიი!
– მა ფეხები რისთვინ გაქ, ჯო?
– ერი გაზითვინ, მეორე კიდევა, ტორმუზითვინა.
* * *
– ამ ძაღლს რომ კუდი მოჭერი, როდის იგებ, კარგ ხასიათზე როა?
– მაგ დროს არ მკბენს.
* * *
ოსს მკვლელობაზე ასამართლებენ:
– როგორ მოკალით ადამიანი?
– როგორ და საფერფლე ჩავარტყი თავში.
– კი მაგრამ, ქუჩაში საფერფლე სად იყო?
– ავტობუსის გაჩერებასთან. "მერია" ეწერა ზედ.
* * *
– დედა, რა კაი ხარ, ჯუმბერია, ლოგინში, შე დაღუპულო!
– მეიცა, მეიცა, მე ჯუმბერია კი არა, ჯემალიე ვარ!
– ჯემალიე იყავი, თუ გინდა, კაი ქე ხარ და...
* * *
– სა მიხვალ, ერმილე? – ეკითხება ერთი გურული მეორეს.
– რა ვიცი მე...
– მეიცა, მეც მოვდივარ.
– კაი, მარა დროზე, არ დაგვაგვიანდეს.
* * *
ოსმა პოლიციელმა სამი მოხულიგნო ელემენტი დაიჭირა.
– შენ რა გვარი ხარ? – ეკითხება ერთს.
– ჯიოევი.
– წადი ახლა შენ, თავისუფალი ხარ. შენი გვარი? – მიუბრუნდა მეორეს.
– ჩოჩიევი.
– შენც თავისუფალი ხარ. შენა, ბიჭო? – ეკითხება მესამეს.
– მე სიდედროვი ვარ.
– შენ ვერ გაგიშვებ, ციხეში უნდა ჩაჯდე.
– კი მაგრამ, რატომ?
– სულ ერთია, სიდედრი მაინც მოგკლავს და ბარემ აქ იყავი.
* * *
– ალო, ძაძამიას ბინაა?
– ძაძამია კი არა, ისა. მეორედ არ დარეკო ამ ნომერზე.
– რატომ, ბატონო?
– ჩვენ ტელეფონი არ გვაქვს და იმიტომ.
* * *
საავადმყოფოში სიდედრის სანახავად მისული ქუთაისელი ექიმს ეჩურჩულება:
– არის იმედი?
– ჯერ ის გავარკვიოთ, თქვენ რომელი იმედი გინდათ.
* * *
– ბიჭო, – ეუბნება დეპუტატი თავის მძღოლს, – ცოტა ფრთხილად იარე და ღვედიც შეიკარი. ხომ იცი, ახალი კანონებია და არ დაგვაჯარიმონ.
– იცით, რა, უფროსო? – პასუხობს მძღოლი, – შენ მეტი ამ ქალაქში ფეხებსაც ვერავინ მამაჭამს.

სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

1522952
1523152 online