asdas
ცნობილი ადამიანები
2010 წელს სალათაც შავ–თეთრია მოდაში
2010 წელს სალათაც შავ–თეთრია მოდაში
2010 წელს სალათაც შავ–თეთრია მოდაში

2009-12-31 11:51:40



საახალწლო მზადებასთან ერთად, გურმანები ახალი სალათის ინგრედიენტებს იგონებენ. წინა საახალწლოდ, მზარეული ნიკა თუთქირიძე ახალი სალათის მომზადების საიდუმლოს ყველა მზარეულს ანდობს და ყველა გურმანს ურჩევს, საახალწლოდ ახალი სტილის სალათა მიიტანოს სუფრასთან.

ნიკა თუთქირიძე, მზარეული:

– ახალი წელი ახალი იდეებითა და ახალი ნიუანსებით უნდა გაამდიდროთ. საახალწლო სუფრაზე აუცილებელია შეიტანოთ ის სალათები, რაც ყველასათვის გემრიელია, ან მოიფიქროთ ახალი სალათა, იმ ინგრედიენტებით გაჯერებული, რომლებიც ასე თუ ისე დაუკავშირდება საახალწლო განწყობას.



– რომელი სალათაა აქტუალური?

– წლევანდელი წლის, ანუ 2009 წლის სალათად ქათმის სალათა აღიარეს გურმანებმა. ძალიან გემრიელი კომბინაციაა თეთრი ქათმის ხორცით. არ გეგონოთ ქათმის სალათა მხოლოდ ქათმის ხორცით კეთდებოდეს. თუმცა, აუცილებელია თეთრი ხორცი მაინც ერიოს. ყველა გურმანმა იცის, რომ არ არსებობს სალათა, რომელსაც სალათის ფურცელი არ მოუხდეს. ასევე აქტუალურია ზეთის ხილით გაფორმებული სალათები, თუმცა ეს ყველაფერი უკვე თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული.

– რაზეა დამოკიდებული სალათის მომზადება?

– ძალიან მნიშვნელოვანია სალათების ინგრედიენტების სწორი შერჩევა. აუცილებელია ახალი ბოსტნეული და სწორად შერჩეული მენიუ. ყველა ადამიანს არ უყვარს კვერცხით ან სხვა ინგრედიენტით გაჯერებული სალათი. აქედან გამომდინარე, ყოველთვის საჭიროა შეირჩეს ინგრედიენტების კარგი ერთობლიობა. არანაკლებ აქტუალურია სალათი ცეზარი, რომელიც გახუხული პურით კეთდება, აქ დიდი მნიშვნელობა აქვს სალათის სოუსს, რომელიც შედგენილ მასას შემდეგ უნდა მოვასხათ. სალათი ცეზარიც არანაკლებად გემრიელი სალათია.

– რამდენად სასარგებლოა სალათები ჩვენი ჯანმთელობისთვის?

– თითეული ბოსტნეული, თუ მწვანილი შეიცავს მთელ რიგ ვიტამინებს, ნახშირწყლებსა და სხვადასხვა ნივთიერებებს. მაგრამ ის აუცილებლად ნატურალურად მოყვანილი უნდა იყოს, სათბურში მას ნიტრატებით აჯერებენ. ზამთარში პამიდორი არც ისე სასარგებლოა, რადგან მისი დრო ზაფხულია, აი, ზოგი სალათი კი პამიდორის გარეშე აბსურდია. მთავარია, ერთი ინგრედიენტი მეორეთი ისე შეიცვალოს, რომ ამ ყველაფერმა ჩვენ ორგანიზმს ზიანი არ მოუტანოს.

– როგორ უნდა გავაფორმოთ სალათები?

– გასაფორმებლად თითქმის ყევლა მწვანილისა და ბოსტნეულის გამოყენება შეგვიძლია. მთავარია, შიგთავსი, ანუ სალათა, რასაც ვაკეთებთ, ის გამოვიდეს გემრიელი, თორემ დანარჩენის მომზადებასა და გაფორმებას ფანტაზიის უნარის მეტი არაფერი სჭირდება. მზარეულები ხშირად იყენებენ სალათის ფურცლებს, კამას, პამიდორს, ზეთის ხილსა და ბროწეულს. დანარჩენის მოფიქრება კი თქვენ თვითონაც შეგიძლიათ.

– საახალწლოდ, რომელი სალათი უნდა მივიტანოთ მაგიდასთან?

– საახალწლოდ ყოველთვის აქტუალურია სალათი "ოლივიე". უფრო სწორად, ყოველთვის სადღესასწაულო დღეებში ეს სალათი სადღესასწაულო სუფრაზე საპატიო ადგილს იკავებს, რადგანაც არის შესაძლებლობა, სამარხვო მაიონეზით შეაზავოთ და კვერცხი არ გავუკეთოთ. მას სალათის ფურცლებითა და კამით აფორმებენ. აგრეთვე ბოლოკს ურევენ, თუმცა, ჩემი აზრით, ბოლოკის გარეშე გაცილებით უკეთესია. "ოლივიე" ისევ დაიკავებს საპატიო ადგილს, თუმცა ქათმის სალათი აქტუალურია, ოღონდ ზეთის ხილით.

– არიან მყიდველები, რომლებსაც გარეგნულად ხვდებით, როგორი სალათა უყვართ?

– მზარეულებს დაზეპირებულიც კი აქვთ, ამა თუ იმ კლიენტს, რომელი სალათი უყვარს. უფრო ხშირად, როცა კაფეტერიაში უცხოელები შემოდიან და სალათებს გვიკვეთავენ, შემდეგ მოსვლაზე წინასწარ ვიცით, იმ კლიენტს, რომელი სალათი მოსწონს. მზარეულები ვეჯიბრებით კიდევაც ერთამენთს სალათების გამოგონებაში, ამაში კი ჩვენი კლიენტები აქტიურად გვეხმარებიან. ყოფილა შემთხვევა, როცა კლიენტების ვიზუალურობით სალათა გაგვიფორმებია კიდეც.

– რამდენად ფასობს სალათები?

– არსებობს სალათები, რომლებსაც ძალიან დიდი დრო არ სჭირდება, თუმცა მათი შემადგენლობა საკმაოდ ძვირადღირებული ინგრედიენტებისგან შედგება, აქედან გამომდინარე, ფასიც ამის მიხედვით მერყეობს. თუ სალათი გემრიელია, ფასს არავინ უყურებს.

– რომელი სალათი მოსწონთ თქვენს სტუმრებს?

– ყოველთვის ვცდილობ, ახალ–ახალი რეცეპტით მოვამზადოთ სალათი. ერთ ინგრედიენტს მაინც გავუკეთებ და ყოველთვის იმას მეუბნებიან, რომ შენი მომზადებული სალათი მაინც სხვააო. როგორც ყველა მზარეულს, მეც მაქვს ჩემი საიდუმლო. თუ ადამიანმა იცის, რომელი სალათი უყვარს, მაშინ მას ვერ მოატყუებ. დამიჯერეთ, ერთხელ თუ მოეწონათ თქვენი ნახელავი, კიდევ არაერთხელ გთხოვენ სალათის მომზადებას.

– გაგვანდეთ თქვენი საიდუმლო ინგრედიენტი?

– მართალია, მზარეულები თავის საიდუმლოს არავის ანდობენ, თუმცა ერთი სალათის რეცეპტს ჩაგაწერინებთ. შეგიძლიათ საახალწლოდ მიიტანოთ სუფრასთან და თქვენი სტუმრები, დარწმუნებული ვარ, უკმაყოფილოები არ დარჩებიან. რადგანაც ქათმის სალათი ძალიან აქტუალურია, ჩაგაწერინებთ ქათმის სალათის რეცეპტს. როგორც იცით, თეთრი და შავი ფერი 2010 წლის მოდური ფერებია, აქედან გამომდინარე, ეს ორი ფერი სალათებშიც იჩენს თავს.

ქათმის სალათი: მოვხარშოთ ქათამის ფილე. სასურველია გულ–მკერდის ხორცი, ასევე ბარკლის ხორციც შევურიოთ. მოვხარშოთ ისე, რომ ადვილად იშლებოდეს, გადმოვიტანოთ თეფშზე და გავაცივოთ, დანით დავჭრათ, სასურველია პატარ–პატარა ნაწილებად ავჩეჩოთ. აჩეჩილი მასა მოვათავსოთ ღრმა თეფშზე, წვრილად დავჭრათ ხახვი ისე, რომ ხახვის გემო ხორცს არ დაეტყოს. წვრილად დაჭრილი კამა შევურიოთ მასას, პატარა კუბიკებად დავჭრად ბოლოკი (ბოლოკის ნაცვლად, შეგვიძლია გამოვიყენოთ ბროწეული), მარილი და შავი წიწაკა გემოვნებით და მოვასხათ მაიონეზი.

– ნუთუ მოდის ფერები სალათებშიც იჩენს თავს?

– კი, რა თქმა უნდა, 2010 წლის ფერები სალათებშიც იჩენს თავს. თუმცა ამ შემთხვევაში მწვანე ფერს ვერსად გავექცევით, რადგან ის ყოველთვის გემრიელი იქნება. პატარა საიდუმლო კი, რომელიც დიასახლისებს თითქმის ყველას უნდა ჰქონდეს, უმჯობესია თქვენთვის დაიტოვოთ. სალათები გააფორმეთ კვერცხის გულებით, რადგან ყვითელი ფერიც ძალიან აქტუალურია, ასევე ზეთის ხილი და სალათის ფურცლებიც გამოიყენეთ. შეგიძლიათ მოასხათ ზეითუნის ზეთიც, რომელიც უგემრიელესია სალათაში.

– მარხვის დღეებში რომელი სალათია აქტუალური?

– მხოლოდ ის სალათი, რომელსაც სამარხვო ინგრედიენტები აქვს. აი, შუბა კი, ყველა სამარხვო სუფრის, და არა მარტო სამარხვო სუფრის, მშვენებაა.

შუბა

მასალა: სტაფილო, ჭარხალი, კომბოსტო, მოხარშული კარტოფილი, სამარხვო მაიონეზი, მარილი და შავი წიწაკა.

მომზადება: გავხეხოთ აბსოლუტურად ყველა ინგრედიენტი. ავიღოთ დიდი თეფში, ნარჩევი სალათის ფურცლები ისე განვათავსოთ თეფშზე, რომ ფურცლის ბოლოები თეფშსგარეთ ჩანდეს. თეფშის გულზე დავყაროთ წვრილად დაჭრილი კომბოსტო, მოვასხათ მაიონეზი და ავურიოთ ერთმანეთში, გავაკეთოთ მრგვალი მასა ისე, რომ ფურცლები არ გადმოგეყაროთ და თეფშზე მოვასწოროთ, ნელ–ნელა ხელის მოძრაობით მოვაყაროთ გახეხილი სტაფილო, შემდეგ მოვასხათ მაიონეზი და ისევ მოვასწოროთ, მოვაყაროთ ჭარხალი და ისევ მაიონეზი მოვასხათ, კარტოფილიც იგივენაირად მოვაყაროთ, როგორც დანარჩენი მასა. ფენა–ფენად გავაკეთოთ ყველა ინგრედიენტი, მარილი და შავი წიწაკა, გემოვნებით, ფენებში ცოტ–ცოტა მოვაპკუროთ. აი, შემდეგ მოვრთოთ ზეთის ხილით.

თამარ ლაშხია



Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ორი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

1524608
1524808 online