
ქორწილი შაბათს გაიმართა
ნატალი პორტმანი გათხოვდა
ნატალი პორტმანი ახლა უკვე გათხოვილი ქალია. მსახიობი შაბათს, თავისი შვილის მამას, ქორეოგრაფ ბენჯამინ მილპიეს გაჰყვა ცოლად.
ცერემონია ებრაული ტრადიციის მიხედვით, კალიფორნიაში, ბიგ სიურის ტერიტორიაზე გაიმართა. ქორწილში მხოლოდ ნათესავები და ახლო მეგობრები იყვნენ დაპატიჟებულნი, რომელთა შორისაც დონალდ ტრამპის ქალიშვილი, ივანკა ტრამპიც გახლდათ.
31 წლის ნატალიმ ბენჯამინთან შეხვედრა 2009 წელს დაიწყო. წყვილი ერთმანეთს „შავი გედის“ გადაღებებზე შეხვდა. ერთი წლის შემდეგ, კი პორტმანმა განაცხადა, რომ დანიშნულია და ბავშვს ელოდება. ცოლ-ქმარს ვაჟი, სახელად ალეფი 2011 წლის ივნისში შეეძინა. ცოტა ხნით ადრე ხმები დადიოდა, რომ მსახიობი და მისი შეყვარებული საიდუმლოდ დაქორწინდნენ, თუმცა, ეს ყველაფერი პრესის მოგონილი აღმოჩნდა.
კავშირი ტეგთან: ნატალი პორტმანი

კავშირი ტეგთან: ქორწილი

|
დღის სიახლეები
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content
















ინფრასტრუქტურის მინისტრი მეორე ბიჭს ელოდება 

დემი მური ახალგაზრდა საყვარელს დაშორდა
ვლადისლავ დორონინმა ნაომი კემპბელის შემცვლელი იპოვნა
რიანა და კრის ბრაუნი მეორედ დაშორდნენ
ჯონი დეპი და ემბერ ჰერდი ერთმანეთს ისევ ხვდებიან
რიზ უიზერსპუნი დააკავეს
ბიონსე კვლავ ორსულად არის?
კირა ნაიტლი გათხოვდა 





























