asdas
ცნობილი ადამიანები
ბანდერასი ცოლს შორდება
მორიგი წყვილის განშორება
ბანდერასი ცოლს შორდება

2012-07-11 15:06:42



ჰოლივუდს თითქოს განქორწინებების მორიგმა ტალღამ გადაუარა. ჯერ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წყვილის, ტომ კრუზისა და კეტი ჰოლმსის ურთიერთობა დასრულდა, ახლა კი ვრცელდება ინფორმაცია, რომ მორიგი ჰოლივუდელი ცოლ-ქმარი აპირებს დაშორებას. ამბობენ, რომ ადვოკატთან გაყრის თაობაზე რიგში ანტონიო ბანდერასი და მელანი გრიფიტი დგანან, რომლებსაც ქორწილი 15 წლის წინ ჰქონდათ. ამის შესახებ ჯერ კიდევ აპრილში ალაპარაკდნენ. მაშინ ბანდერასი ერთ-ერთ ღამის კლუბში შენიშნეს, სადაც ცეკვავდა და ერთდროულად რამდენიმე გოგონასთან ერთობოდა, შემდეგ კი უცნობ ქერა ქალბატონთან ერთად გაუჩინარდა. ივნისში ტაბლოიდები წერდნენ, რომ მელანი და ანტონიო იყრებიან. ჟურნალმა „National Enquirer“-მა ოჯახის მეგობრის სიტყვები მოიყვანა, რომელიც ირწმუნება, რომ გრიფიტი უკვე მრავალი წელია ეჭვიანობით იტანჯება, რადგანაც ბანდერასი ყველა შემხვედრ მომხიბვლელ ქალთან ფლირტის გაბმას ვერაფრით გადაეჩვია. ახლა უკვე მოსალოდნელი განშორების შესახებ პორტალი „Radar Online“-ც წერს. მისმა კორესპონდენტებმა შენიშნეს, რომ 54 წლის მელანი საზოგადოების წინაშე უკვე საქორწინო ბეჭდის გარეშე ჩნდება.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ანტონიო ბანდერასი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

1523504
1523704 online