asdas
ცნობილი ადამიანები
მადონას მეზობლები უჩივიან
ხმაურიანი წვეულება
მადონას მეზობლები უჩივიან

2012-07-20 15:46:26



მიუხედავად იმისა, რომ მადონა უკვე 53 წლის გახლავთ, მისთვის თინეიჯერებისთვის დამახასიათებელი პრობლემები უცხო სულაც არ არის. მაგალითად, მეზობლების უკმაყოფილება, რომლებსაც ღამით ხმამაღალი მუსიკა და აურზაური აწუხებთ. ვარსკვლავმა ლონდონის ჰაიდ პარკში გამოსვლის შემდეგ, მეიფერის რაიონში, საკუთარ სახლში გრანდიოზული წვეულება გამართა. სტუმრებს შორის, ისეთი ცნობილი ადამიანებიც იყვნენ, როგორებიც არიან ჯორჯ მაიკლი და სტელა მაკარტნი. მხიარულება გვიან ღამემდე გაგრძელდა, რამაც მეზობლები ძალიან გააღიზიანა: „უკვე ღამის სამი სათი იყო, და ისინი ბაღში ხმაურობდნენ, ვერაფრით მოვახერხე დაძინება“, - „Daily Mail“-ის კორესპონდენტს მადონას ერთ-ერთმა მეზობელმა უამბო. ადგილობრივი მცხოვრებნი იძულებულნი გახდნენ, სამართალდამცავებისთვის მიემართათ. „როდესაც ოფიცრები შემთხვევის ადგილას მივიდნენ, მათ მუსიკა და ყვირილი გაიგონეს, - აცხადებს ვესტმინისტერის საბჭოს წარმომადგენელი. - მომჩივანთა აზრით, ასეთი საქციელი სამუშაო დღეს დაუშვებელია, ამიტომაც ოფიცრებმა სახლის მეპატრონეს მუსიკის ხმის დაწევა მოსთხოვეს, რაც მალევე შესრულდა“.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: მადონა
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

1522728
1522928 online