asdas
ცნობილი ადამიანები
მშვიდობით, ჩემო ლამაზო
მშვიდობით, ჩემო ლამაზო
მშვიდობით, ჩემო ლამაზო

2010-11-22 16:07:25



დასაწყისი წინა ნომრებში

თავი ოცდამეცხრამეტე

დაახლოებით საღამოს ათი საათი იყო, როდესაც ბეი სიტიში გრეილის ტელეფონის ნომერი ავკრიფე. თუმცა ვფიქრობდი, რომ საკმაოდ გვიანი იყო იმისთვის, რათა იგი სახლში დამხვედროდა, მაგრამ შევცდი. ჯერ მოსამსახურე დამელაპარაკა, შემდეგ სახლის მმართველი და ბოლოს როგორც იქნა მისი უზრუნველი ხმა შემომესმა.

– შეგპირდით, რომ დაგირეკავდით, – ვუთხარი მობოდიშებით, – უკვე გვიანია, მაგრამ ბევრი საქმე მქონდა.

– რა, ისევ პაემანზე გამოუცხადებლობა? – მის ხმას სიცივე შეეპარა.

– სრულიადაც არა. მძღოლი ჯერ არ გაგიშვიათ?

– იმდენხანს მუშაობს, რამდენიც დამჭირდება.

– ასეთ შემთხვევაში, რას იტყვით, რომ შემომიაროთ? საღამოს კოსტუმში გამოვეწყობი.

– სასიამოვნოა თქვენი მხრიდან, – სიტყვების გაწელვით თქვა მან, – მიღირს კი თქვენი შეწუხება?

– ჩემს გრავიურას გიჩვენებთ.

– მხოლოდ ერთს?

– მხოლოდ ერთი ოთახი მაქვს, მარტოხელა მამაკაცის შესაფერისი.

– თავს ნუ იმდაბლებთ, – ხმაში სითბო გამოურია, – შესანიშნავი აღნაგობა გაქვთ, მისტერ. და საპირისპიროს თქმის უფლებას ნურავის მისცემთ. თქვენი მისამართი მითხარით.

ვუთხარი.

– ჩვეულებრივ ვესტიბიულის კარი იკეტება, – გავაფრთხილე მე, – მაგრამ ჩამოვალ და გავაღებ.

– შესანიშნავია, – მითხრა მან, ყურმილი დაკიდა და ისეთი შეგრძნება დამიტოვა, თითქოს რაღაც არამატერიალურს ვესაუბრებოდი.

ვესტიბიულში ჩავედი, საკეტი გავხსენი, შემდეგ შხაპი მივიღე, პიჟამო ჩავიცვი და ლოგინზე დავწექი. შემეძლო მთელი კვირა მეძინა. გაჭირვებით ავდექი საწოლიდან, ძლივს მივაღწიე სამზარეულომდე, ჭიქები და შოტლანდიური ვისკის ბოთლი ავიღე, რომელსაც საგანგებოდ ვინახავდი ასეთი შემთხვევისთვის და ისევ დავწექი.

– ილოცე, – ხმამაღლა ვთქვი მე, – მეტი საქმე არაფერი გაქვს, მხოლოდ ილოცე.

თვალები დავხუჭე. მომეჩვენა, რომ ნავში ვიჯექი, რომ ოთახში ჰაერი ისევე ირხეოდა, როგორც ქარი ოკეანეში. ხომალდის ტრიუმის მჟავე სუნიც კი ვიგრძენი, მაზუთის სუნი და იტალიელი დავინახე ალისფერ პერანგში, რომელიც თავისი წინაპრის სათვალეებით გაზეთს კითხულობდა. სულ უფრო მაღლა და მაღლა მივიწევდი სავენტილაციო მილში. ჰიმალაიზე ავედი და გემბანზე დავდგი ფეხი. გარშემო ტყვიამფრქვევიანი ბიჭები იყვნენ. ვესაუბრებოდი საშუალო ტანის და მეტად ზრდილობიან ადამიანს, რომელიც იატაკქვეშა ბიზნესმენი იყო. გამახსენდა წითურა გიგანტი იასამნისფერი თვალებით, რომელიც ალბათ საუკეთესო ადამიანი იყო მათ შორის ვისაც კი ოდესმე შევხვედრივარ.

ფიქრს თავი ვანებე. სინათლე ჩამოწეულ ქუთუთოებს შორის აღწევდა. სივრცეში დავიკარგე. მე – ხელკეტი ვარ მოოქროვილი ბოლოებით. მე – დინამიტის ასდოლარიანი შეფუთვა ვარ. მე – ვარდისფერ თავიანი ხოჭო ვარ რადელის მაგიდაზე.

დავიძინე.

ნელა, უხალისოდ გამეღვიძა და ჭერზე არეკლილი ნათურის შუქი დავინახე. ვიღაც ფრთხილად მოძრაობდა ოთახში.

მოძრაობა იყო ფრთხილი, მძიმე და უხმაურო. მივაყურადე. შემდეგ თავი მივატრიალე და ლოს მელოი დავინახე. ხელში პისტოლეტი შავად ულაპლაპებდა, ქუდი კეფაზე ჰქონდა გადაწეული. მელოი მონადირე ძაღლივით იქაურობას ყნოსავდა.

მან დაინახა თვალები რომ გავახილე, უხმაუროდ მომიახლოვდა და საწოლთან გაჩერდა.

– თქვენი წერილი მივიღე, – თქვა მან, – ეს თუ ჩასაფრებაა, აქედან ერთი–ორ კაცს ნამდვილად გაასვენებენ.

საწოლზე გადავტრიალდი და მან სწრაფად შეჰყო ხელი ბალიშის ქვეშ იარაღის მოსაძებნად. სახე კვლავ ფერმკრთალი ჰქონდა და გაუპარსავი ჩანდა. ღრმად ჩამჯდარი თვალები თბილად იმზირებოდნენ. მას ლაბადა ეცვა, რომელიც ძალიან მოუხდებოდა, მხრებზე რომ არ ყოფილიყო გარღვეული. შეიძლება ეს ყველაზე დიდი ზომის ლაბადა იყო, მაგრამ მელოის კიდევ უფრო დიდი ზომის სჭირდებოდა.

– იმედი მქონდა, რომ მოხვიდოდით, – ვუთხარი მე, – პოლიციამ არაფერი იცის. თქვენი ნახვა მსურდა.

– განაგრძეთ.

ის მაგიდასთან მივიდა, ზედ პისტოლეტი დადო, ლაბადა გაიძრო და ჩემს საუკეთესო ჩავარძელში მოკალათდა. მან დაიჭრიალა, მაგრამ გაუძლო. ის ნელა მიეყუდა საზურგეს და პისტოლეტი ახლოს მიიჩოჩა. ჯიბიდან სიგარეტის კოლოფი ამოიღო, ერთი ღერი ამოაძვრინა. ასანთის ღერი ფრჩხილზე აინთო და სიგარეტს მოუკიდა. ბოლის მწვავე სუნმა ოთახი აავსო.

– ავად ხომ არ ხართ? – მკითხა მან.

– არა. უბრალოდ ვისვენებ. რთული დღე მქონდა.

– კარი ჩაკეტილი არ იყო. ვინმეს ელოდებით?

– ქალბატონს.

ჩაფიქრებულმა შემომხედა.

– შეიძლება არც მოვიდეს, – ვუთხარი მე, – ხოლო თუ მოვა, შევეცდები ზრდილობიანად დავითხოვო.

– ვინ ქალბატონია?

– უბრალოდ ქალბატონია. თუ მოვა შევეცდები თავიდან მოვიშორო. ჩემთვის თქვენთან საუბარი უფრო საინტერესოა.

სახეზე ძლივს შესამჩნევმა ღიმილმა გადაურბინა.

– რატომ ფიქრობდით, რომ "მონტიზე" ვიქნებოდი? – მკითხა მან.

– ბეი სიტელმა პოლიციელმა ივარაუდა. ეს გრძელი ისტორიაა.

მან ოდნავ გააქნია თავი.

– თქვენ მოჰკალით ქალი, – ვუთხარი მე, – ჯესი ფლორიანი. შეცდომით.

იგი ჩაფიქრდა და თავი დამიქნია.

– მე თქვენი არ მეშინია, – განვაგრძე მე, – თქვენ მკვლელი არ ხართ. თქვენ მისი მოკვლა არ გინდოდათ. იმას, სენტრალზე, თქვენ შესაძლოა აიძულეთ, რაიმე ეთქვა, მაგრამ აიძულო ქალი ილაპარაკოს, საწოლის ფეხზე თავის მირტყმით, უპატიებელი შეცდომაა.

– თქვენ ძალიან რისკავთ, – თქვა მან და სიგარეტი ისევ პირში ჩაიდო.

– გამომდინარე იქიდან, თუ როგორ მექცეოდნენ, ყველაფრის მიმართ გულგრილი ვარ, – ვუპასუხე მე, – თქვენ მისი მოკვლა არ გინდოდათ?

მისი თვალები მოუსვენრად დახტუნავდნენ. სახეზე დაძაბულობა აესახა.

– ახლა უკვე იცით საკუთარი ძალის შესახებ, – შევნიშნე მე.

– მეტად დაგვიანებულია, – უიმედოდ ჩაიქნია ხელი ლოსმა.

– ვიცი, თუ მისგან რისი გაგება გსურდათ, – ვუთხარი მე.

– კარგით, ჯერ ის მითხარით, საიდან გაიგეთ, რომ "მონტიზე" ვიყავი?

– ზუსტად არ ვიცოდი, მაგრამ თავის დაღწევის ყველაზე ადვილი გზა სწორედ ზღვაა. თქვენ შეგეძლოთ ამ ხომალდებიდან ერთ–ერთზე ასულიყავით, იქიდან კი საითაც გსურდათ იქით გამგზავრებულიყავით. რა თქმა უნდა, კარგი დახმარების შემთხვევაში.

– ლეირდ ბრიუნეტი – კარგი ყმაწვილია, – მითხრა მან, – მის შესახებ მსმენოდა, მაგრამ არასოდეს მენახა.

– მან გადმოგცა წერილი?

– ჯანდაბა

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

1523424
1523624 online