asdas
ცნობილი ადამიანები
კაკა რონალდუს ბოდიშს უხდის
კაკა რონალდუს ბოდიშს უხდის
კაკა რონალდუს ბოდიშს უხდის

2010-05-21 17:25:14



მადრიდის "რეალის" ბრაზილიელმა ნახევარმცველმა, რიკარდო კაკამ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. რიკიმ ბევრ საინტერესო თემაზე და ყველაზე აქტუალურ საკითხზე, ჟოზე მაურინიუზეც ისაუბრა. კაკამ პორტუგალიელ სპეციალისტს გენიოსი უწოდა...

როდესაც "რეალზე" და "ბარსელონაზე" ვსაუბრობთ, ჩვენ ვსაუბრობთ ორ საუკეთესო გუნდზე. ისინი ძალიან ახლოს არიან პრიმერა დივიზიონის მოგებასთან, ძნელი დასაჯერებელია, რომ მათ ბოლო ტურში ქულები დაკარგონ, ჩვენ იმედი გვაქვს, ასე არ მოხდება. ჩვენ ვალდებულები ვართ, ბოლომდე ვიბრძოლოთ.

– როგორ ფიქრობთ, დარჩება პელეგრინი გუნდში?

– პელეგრინი ჩინებული ადამიანია, რომელიც მძიმე სიტუაციაში გვერდში დამიდგა, ის ძალიან დამეხმარა, რისთვისაც მადლობას ვუხდი. თუმცა, დარჩება თუ არა გუნდში, ამას "რეალის" უფროსობა გადაწყვეტს.

– ერთხელ განაცხადეთ, რომ შესაძლოა, მოურინიუ მოვიდეს...

– მაურინიუ გენიალური მწვრთნელია, რომელმაც ყველა გუნდს, სადაც კი უმუშავია, დიდი წარმატება მოუტანა, მაგრამ ეს საკითხიც "რეალის" ბოსების გადასაწყვეტია.

– რას გვეტყვით ვილასა და სილვას შესაძლო ტრანსფერზე?

– ორივე დიდებული ფეხბურთელია, თუმცა მე არ მსურს სატრანსფერო ბაზარზე საუბარი, რადგან ეს ჩემი პრეროგატივა არ არის.

– თქვენი აზრი მსოფლიოს ჩემპიონატზე...

– როგორც ბრაზლიის ნაკრების ყველა ფეხბურთელი, მეც და მინდა გითხრათ, რომ განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას ვგრძნობ ჩვენი თანამემამულეების წინაშე. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ სამხრეთ აფრიკაში წარმატებით გამოვალთ.

– ბრაზილია ფავორიტად ჩავა...

– აუცილებლად, სხვაგვარად არ იქნება.

– სხვა ნაკრებებზე რას იტყვით?

– ბევრი ძლიერი ნაკრები ჩავა სამხრეთ აფრიკაში და ამიტომაც ტურნირი ძალიან საინტერესო იქნება.

– ესპანეთის ნაკრებს ფავორიტად მიიჩნევთ?

– რა თქმა უნდა. ვიცი, რომ ძალიან ძლიერი გუნდია და სიფრთხილეა საჭირო.

– და ისეც შეიძლება მოხდეს, რომ თქვენს გუნდს მათთან თამაში მოუწიოს...

– ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ.

– დუნგასთან შესახვედრად მზად ხართ?

– თავისთავად. იმედი გვაქვს, რომ სეზონის დასრულების შემდეგ გარკვეული პერიოდი დავისვენებთ და შემდეგ უკვე ნაკრებში წავალთ და დუნგას განკარგულებაში გადავალთ.

– ამბობენ, ფეხბურთელებისთვის მსოფლიოს ჩემპიონატი იმდენად დიდი მოლოდინია, რომ დაღლილობას ვერ გრძნობენ...

– ნაწილობრივ მართალია.

– რატომ ნაწილობრივ?

– იმიტომ, რომ დაღლილობა ხანგრძლივი სეზონის შემდეგ მაინც იგრძნობა.

– მაგრამ თქვენ დატვირთული სეზონი არ გქონიათ...

– მართალია (იცინის).

– და ბოლოს, სანაკრებო დონეზე ბრაზილიას და პორტუგალიას ერთმანეთთან მოგიწევთ თამაში. როგორი იქნება თქვენი და რონალდუს დაპირისპირება?

– საინტერესო და ძალიან დაძაბული. კრიშტის ბოდიში უნდა მოვუხადო, მაგრამ ჩვენ წაგებას არ ვაპირებთ.



კავშირი ტეგთან: რონალდუ
კავშირი ტეგთან: საუკეთესო
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

1523632
1523832 online