asdas
ცნობილი ადამიანები
ტურეს მწვრთნელობა მოუნდა
ტურეს მწვრთნელობა მოუნდა
ტურეს მწვრთნელობა მოუნდა

2010-04-16 14:39:18



"ბარსელონაში" აფრიკული ფეხბურთის ერთ–ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი ნახევარმცველი იაია ტურეა, რომელიც ამბობს, კარიერას რომ დავასრულებ, მწვრთნელობა უნდა დავიწყოო.

სანამ ტურესთვის ეს პერიოდი დაიწყება, მას მნიშვნელოვანი მატჩების ჩატარება მოუწევს. "ბარსელონას" მილანურ გუნდთან მოუწევს დაპირისპირება და ცხადია, "ბარსელონა" კიდევ ერთხელ ეცდება გავიდეს ამ პრესტიჟული გათამაშების ფინალში.

– რამდენ ენას ფლობთ?

– ხუთს: ფრანგულს, ინგლისურს, ესპანურს, რუსულს და ენას, რომელიც ჩემს სამშობლოში, კოტ დივუარშია გავრცელებული.

– კატალონიური იცით?

– "ბარსელონაში" უკვე მესამე სეზონს ვატარებ და კატალონიურ ენაზე გარკვეული ფრაზები მესმის. ამ კუთხით ბარსელონაში ჩამოსული უცხოელები რთულ მდგომარეობაში არიან: სრულფასოვნებისთვის აუცილებელია, რომ ერთბაშად ორი ენა, ესპანური და კატალონიური შეისწავლო. ეს სრულიად განსხვავებული ენებია. ბარსელონაში ჩამოსვლისთანავე აქცენტი ესპანური ენის შესწავლაზე გავაკეთე და ამიტომაცაა, ის კარგად რომ ვიცი, კატალონიური კი ხშირად მესმის და რაღაცეები თავისთავად მამახსოვრდება.

მაგალითისთვის გეტყვით, "ბარსელონას" გასახდელში პუიოლი, ხავი და პიკე ერთმანეთს კატალონიურად ესაუბრებიან. გუნდის ექიმებიც კატალონიურად საუბრობენ, მაგრამ ეს პრობლემა არ არის. გუნდში მეორე კატეგორიაც არის, რომლებიც ფრანგულად ვსაუბრობთ – მე, აბიდალი, კეიტა და ანრი. ფრანგული იცის მარკესმაც. როდესაც საკითხი მთელ გუნდს ეხება, მაშინ მხოლოდ ესპანური სიტყვები ისმის.

– მიმდინარე სეზონში "ბარსელონას" ყველა ცენტრალურ მცველს ჰქონდა თამაში, სადაც არაფერი გამოუვიდა, მაგრამ გულშემატკივარმა მხოლოდ ჩიგრინსკის უსტვინა. არადა, მან მხოლოდ ერთი შეხვედრა ჩააგდო. რატომ მოხდა ასე?

– საშინაო მარცხმა გულშემატკივრებს გული დაწყვიტა. სამეფო თასზე "სევილიასთან" გამართულ მატჩს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. შეხვედრა მძიმე გამოდგა, ვაგებდით, ანგარიშის გათანაბრება მოხერხდა, მაგრამ, შეცდომის გამო, მალევე ისევ მდევრების როლში აღმოვჩნდით. მარცხს არავინ ელოდა. ამ დროს აფრიკის თასზე ვიყავი და გული დამწყდა, როდესაც გულშემატკივართა ქცევის შესახებ შევიტყე. იმავე წამს ბარსელონაში დავრეკე და ჩიგრინსკის ვუთხარი, დიმა, მე შენთან ვარ, ჩვენ მეგობრები ვართ–მეთქი. ისევე, როგორც ჩემს, ჩიგრინსკის პოზიციაზეც დიდი კონკურენციაა და ძირითად შემადგენლობაში მოხვედრა ძალიან რთულია, მაგრამ ეს გასაკვირი არ არის, "ბარსელონა" ხომ მსოფლიოს საუკეთესი კლუბია.

– როგორ იქცევა "ბარსელონას" ფეხბურთელი მაშინ, როდესაც "რეალს" მძიმე თამაში აქვს და შესაძლოა, ქულები დაკარგოს? ყვირით და მოწინააღმდეგეს გულშემატკივრობთ?

– სულაც არა, მშვიდად ვარ. თავიდანვე ვიცოდი, რომ "ატლეტიკოს" შანსი ძალიან პატარა იყო. ჩემი მიზანი ვინმეს გულშემატკივრობა არც ყოფილა, უბრალოდ, მსურდა, ბევრი რამ გამეგო მოწინააღმდეგეზე და საერთოდ, ფეხბურთზე. ჩემთვის ეს საინტერესოა. "რეალი" ჩემპიონატის დაწყებამდე საგრძნობლად გაძლიერდა. კრიშტიანუ რონალდუ ორი წლის წინ პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელი იყო, სანამ მას ეს წოდება მესიმ არ ჩამოართვა. კაკა ჩინებული მოთამაშეა. ხაბი ალონსო არც ისე შესამჩნევია, მაგრამ ის უფრო დაცვის გაძლიერებაზეა კონცენტრირებული, თორემ მადრიდელთა წარმატებაში მისი წვლილი ძალიან დიდია. მას დიდებული სეზონი აქვს. "რეალს" მწვრთნელიც კარგი ჰყავს. ჩვენ ძალიან ძლიერი ჩემპიონატი გვაქვს და მისი მოგება უდიდესი მიღწევაა.

– ხშირად გაიგებთ, რომ ესპანურ ფეხბურთში კრიზისია. პრიმერას შოტლანდიის ჩემპიონატს ამსგავსებენ, სადაც პირველობისთვის მხოლოდ ორი გუნდი იბრძვის. ეთანხმებით, რომ კრიზისია?

– სადღაც, კი. მართლა ორ გუნდს აქვს ჩემპიონობის შანსი, მაგრამ ამის მიზეზიც ყველასთვის ნათელი უნდა იყოს. "ბარსელონას" და "რეალს" გულშემატკივართა უზარმაზარი არმია ჰყავს, რაც მეტ ფულს, მეტ შემოსავალს და შესაბამისად, ახალი ფეხბურთელების შეძენისთვის მეტ რესურსს ნიშნავს. დანარჩენ გუნდებს ნაკლები გულშემატკივრები ჰყავთ და სპონსორებთანაც მოკრძალებული კონტრაქტები აქვთ. სხვა გუნდები "ბარსელონას" და "რეალის" ბიუჯეტს ვერ შეედრებიან და ესაა მათი პრობლემა. ამრიგად, "ბარსელონა" და "რეალი" დანარჩენ გუნდებს იმის გამო კი არ უსწრებენ, რომ ისინი დასუსტდნენ, არამედ ეს ორეული გაძლიერდა. 74 ქულა მარტის თვეში ფანტასტიკური შედეგია. გასულ სეზონში ყველა აღიარებდა, რომ "ბარსელონა" მსოფლიოს საუკეთესო კლუბია, მაგრამ ახლა ორივე ამ გუნდმა იმაზე მეტი ქულის დაგროვება მოახერხა, რაც გასულ წელს "ბარსელონას" ჰქონდა.

– მიუხედავად ამისა, რამდენიმე წლის წინ "ბარსელონას" იგივე ბიუჯეტი კი ჰქონდა, მაგრამ მსგავს წარმატებებზე ვერც კი იოცნებებდა. რა შეიცვალა?

– მოვიდა გვარდიოლა და გუნდის ფსიქოლოგია შეცვალა. ახალი მწვრთნელის მოსვლასთან ერთად ყველამ იგრძნო, რომ პრივილეგირებული ფეხბურთელები არ არსებობენ. მიუხედავად სტატუსისა, გვარდიოლა ყველა ფეხბურთელის მიმართ ერთნაირად მომთხოვნია. ადრე გუნდში გარკვეული პრობლემები იყო, გვარდიოლამ ფეხბურთელები ერთმანეთს გაუთანაბრა და მშვენიერმა ატმოსფერომ დაისადგურა.

– შიდა პრობლემები რონალდინიოსა და დეკუს დამსახურება იყო, ხომ?

– დიახ. მინდა აღვნიშნო, რომ ისინი ძალიან კარგი ფეხბურთელები არიან და რაიკაარდთან მუშაობისასაც არაერთი დადებითი თვისება შევიძინე. ეს სასარგებლო გამოცდილება იყო.

– ამბობენ, რომ მწვრთნელობა თქვენც გინდათ...

– დიახ, ძალიან მინდა. ფეხბურთი ისე მიყვარს, რომ აქტიური საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ მასში დარჩენა მინდა. რა ფორმით უნდა დავრჩე ფეხბურთში? ალბათ, სწორედ იმით, რომ მწვრთნელი გავხდები.

– აფრიკაში დაბადებული სპეციალისტებიდან ევროპულ კლუბში წარმატებისათვის ჯერ არავის მიუღწევია. მზად ხართ იმისთვის, რომ პირველი იყოთ?

– რა თქმა უნდა. ალბათ, ზოგიერთი ფეხბურთელისთვის მიუღებელი იქნება შავკანიანი მწვრთნელის ხილვა, თუმცა, რაიკაარდი საკუთარი გარეგნობით არავის აკვირვებდა. ვცდილობ, ყველა მწვრთნელისგან, ვისთანაც კი მიმუშავია, საუკეთესო თვისებები გადავიღო და ამ კუთხით გვარდიოლა ღირებული მაგალითია. მის მიერ "ბარსელონაში" გაწეული მუშაობა მომხიბვლელია, როგორც სტრატეგიის, ისე ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. ის ყოველთვის საბრძოლველად განგვაწყობს და გუნდის წარმატებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის.



Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: რონალდუ
კავშირი ტეგთან: რონალდუ
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

1522712
1522912 online