asdas
ცნობილი ადამიანები
ჯონი დეპს ემბერ ჰერდი შეუყვარდა
უპრეცედენტო კომპენსაცია
ჯონი დეპს ემბერ ჰერდი შეუყვარდა

2012-06-25 11:25:50



ჯონი დეპმა და ვანესა პარადიმ სულ ცოტა ხნის წინ გამოაცხადეს თავიანთი დაშორების შესახებ.

ამერიკულმა ტაბლოიდებმა გაარკვიეს, რომ ვარსკვლავური წყვილის გაყრა ჰოლივუდის მსახიობ ემბერ ჰერდის დამსახურებაა. ჯონიმ და მშვენიერმა გოგონამ ერთმანეთი ფილმ „რომის დღიურის“ გადაღებებზე გაიცნეს. დეპი გოგონათი ისე მოიხიბლა, რომ მსახიობმა თავის რჩეულს რომანტიკული გასეირნებებისთვის ცხენიც კი უყიდა. საინტერესო ის გახლავთ, რომ რამდენიმე წლის წინ ემბერს ქალთან ჰქონდა რომანი, თუმცა ის თავს ლესბოსელად არ მიიჩნევს და ამბობს, რომ არ სურს, რომელიმე ჯგუფს მიაკუთვნონ და რაიმე იარლიყი მიაკერონ. შეგახსენებთ, რომ ვანესა და ჯონი ერთმანეთს 14-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ დაშორდნენ. ამბობენ, რომ ჯონი მზადაა კომპენსაციის სახით ყოფილ მეგობარ ქალს 150 მილიონი დოლარი გადაუხადოს, რაც ჰოლივუდში არარეგისტრირებული ქორწინების შემთხვევაში გადახდილი რეკორდული თანხა გახლავთ.

ყოფილ ცოლ-ქმარს ლოს ანჟელესის სასახლის, საფრანგეთის სამხრეთით მდებარე სახლის, პარიზისა და ვენეციის ბინების, ასევე ბაჰამის კუნძულებზე საკუთარი კუნძულის გაყოფა მოუწევთ. ჯონი დეპის ქონება 300 მილიონ დოლარადაა შეფასებული.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ჯონი დეპი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

1524000
1524200 online