asdas
ცნობილი ადამიანები
პეტრაკეს ოცნება
პეტრაკეს ოცნება
პეტრაკეს ოცნება

2010-12-13 16:06:43



ლაშა იმედაშვილი



1

ქვეყანაში იმდენად სავალალო ეკონომიკური მდგომარეობა იყო შექმნილი, რომ წყვილები მხოლოდ ნამდვილი სიყვარულით ქორწინდებოდნენ და ანგარებით ოჯახის შექმნა სრულიად შეუძლებელ საქმეს წარმოადგენდა.

საჭმელი გაჭირდა, მოიშალა წარმოება, დაძაბუნდა ტრანსპორტი, გამეფდა შიმშილი და ეპიდემია, არ იშოვებოდა პური, ნავთი, საპონი, ტანსაცმელი, ამ ყველაფერს ემატებოდა ათასგვარი ჭორი და მითქმა–მოთქმა, რომლებიც გაზეთებშიც ჰპოვებდა ასახვას და ისედაც დაშინებულ მოსახლეობას კიდევ უფრო სასოწარკვეთაში აგდებდა.

ხალხის მასებისა და განსაკუთრებით კი ქალაქის მშრომელი მოსახლეობის სიღატაკემ და შიმშილობამ უმაღლეს ზღვარს მიაღწია. შიმშილისა და სიცივის მსახვრალი ხელი უკვე ყელში სწვდა მუშათა კლასს. წინ მოჩანს ქართული ბონების კიდევ უფრო დაცემა, პირველი მოთხოვნილების საგნების რაოდენობის კიდევ უფრო შემცირება, ფასების გააფთრებული თამაში, შავბნელი სასოწარკვეთილება და სრული უიმედობა პირდაღებული უფსკრულის წინაშე. თბილისის მუშები სხედან უსინათლოდ, უპუროდ, უშეშოდ, სათბობის უქონლობის გამო შეწყდა ტრამვაის მოძრაობა და წყალსადენის მუშაობა, უახლოეს დღეებში მოსალოდნელია ტელეფონის მუშაობისა და რკინიგზაზე ისედაც მინიმუმამდე დაყვანილი მოძრაობის სრული შეწყვეტა, ქვეყნის მთავრობამ გამოამჟღავნა თავისი სრული უმწეობა და უნიჭობა ეკონომიკურ კრიზისთან ბრძოლაში. ახლა თვითეული ჩვენგანი მთელი სიმწვავით განიცდის მწარე სინამდვილეს, ჩვენ უკვე მივედით კატასტროფამდე.



2

ეს ამბავი გვარდიის გარაჟის უფროსმა, ალფეს გოგელიამაც, კარგად იცოდა, მაგრამ მისი გულის დამძიმების მიზეზად აღნიშნული ფაქტი ვერ

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

1521944
1522144 online