asdas
ცნობილი ადამიანები
ცოცხალი ლეგენდა
ცოცხალი ლეგენდა
ცოცხალი ლეგენდა

2010-10-21 11:49:06



ალფრედო დი სტეფანო არა მხოლოდ მადრიდის "რეალის", არამედ მთელი მსოფლიოს ნამდვილი ლეგენდაა. დონ ალფრედო საკუთარ თავზე, არგენტინაზე, იმ დროზე, იმდროინდელ ფეხბურთზე, საკუთარ კარიერაზე და საერთოდ, მთელ მის ცხოვრებაზე საუბრობს... გენიის ავტობიოგრაფია ესპანური ჟურნალისტის, ენრიკე ორტეგოს მიერ არის დეტალურად შესწავლილი ...

ერთიანი და დაუძლეველი

– გუნდის პირველი ორგანიზაცია, რომელშიც თამაში მიწევდა, ბარაკასში იყო. სწრედ იქ დავიბადე მეც. მას ერქვა "ვიყოთ ერთიანნი და გავიმარჯვოთ". ჩვენ გვეცვა თეთრი მაისურები ყელზე ლურჯი ზოლით. ჩვენ საკუთარი ჰიმნიც კი გვქონდა: გოლის გატანის მოახლოების დროს ვგრძნობ, მაგრამ არ ვიცით, რა გველის წინ. ბარაკასას შვილები, ჩვენ მოვედით, მოვედით გამარჯვებისთვის!

როცა საბოლოოდ გამარჯვებას მივაღწევდით, რაინში ამაყად დავდიოდით, ვსვამდით და პროვოცირებას ვუკეთებდით მათ, ვინც სხვა გუნდს გულშემატკივრობდა. საბოლოოდ მივდიოდით იქამდე, რომ ან მათთან ჩხუბი გვიწევდა, ან გავრბოდით. არგენტინაში არ იყო მატჩი, რომელიც ჩხუბის გარეშე სრულდებოდა.

ჩვენ პატარა მოედანზე ვთამაშობდით, რომელსაც ვერცხლის მოედანი ერქვა. გადასახადიც შესაფერისი იყო. საკუთარი პირველი ბურთი კინოში მივიღე. ჩვენ ერთ შესასვლელ ბილეთს და ერთ გათამაშების ბილეთს გვაძლევდნენ. მე ნომერი გავუცვალე ერთ ბიჭს, რომელსაც საკუთარი ადგილი არ აკმაყოფილებდა. მან მე 14 ნომერი მომცა და სწორედ ამ ნომერმა გაიმარჯვა. "ლოთი", როგორც მას არგენტინაში უწოდებენ. იქ ყველა ნომერს საკუთარი სახელი აქვს. გამარჯვებულს გადაეცა ბურთი და თოჯინა, რომელიც მაშინ დორიტამ აიღო. ის ცხრა–ათი წლის იყო. გამოდის, რომ მე შემხვდა ბურთი რაგბის სათამაშოდ და ჩვენც ქუჩაში წავედით. ბურთი ხელიდან ხელში გადადიოდა. შემდეგ ჩვენ რაიონის საშიშ პიროვნებებს შევხვდით და ავუხსენით, რაც მოხდა. ჩვენ ვიცოდით, რომ ისინი ყველაფერს გააკეთებდნენ ფეხბურთის ბურთის მოსატანად. ამაში დარწმუნებულნი ვიყავით. შემდეგ ისევ კინოთეატრში დავბუნდით და ადმინისტრატორს ავუხსენით ყველაფერი. ვუთხარით, რომ თუ ფეხბურთის ბურთს არ მოგვცემდა, დაბრაზში სტვენა დაიწყებოდა და მან ბურთი მოგვცა. ნამდვილად მოგვცა ფეხბურთის ბურთი! უცნაური იყო.და მეგობრები მეუბნებიან: აი, ბურთი, დაიჭირე ალფრედიტო.

გამოძალვის მაფია

– როსარიოში ამერიკული მაფია იყო გამეფებული. ისინი ჩიკაგოდან თუ ნიუ იორკიდან იყვნენ ჩამოსულნი და იქ უკვე ყველა იცნობდა მათ. ოცდაათიან წლებში, მშრალი კანონის დროს, მატ მიერ ჩადენილი იყო უამრავი მკვლელობა. მაფია კარგად მომზადებული და ასევე ძალიან კონცენტრირებული იყო. და ჩემი მოხუციც... ის ვალდებული იყო მისი გამომუშავებული ფულის გარკვეული პროცენტი, 10–15 პესო გადაეხადა მათთვის ყოველ გაყიდულ ერთ კარტოფილის ფურგონზე. მამას გადახდა არ უნდოდა. იგი დადიოდა იარაღით ჯიბეში და მასთან ერთად ეძინა კიდეც. ხანდახან მაფია ფურგონებს ესროდა, მაგრამ მას ეს არ აშინებდა.

მამას ეშინოდა, რომ ჩვენ შეიძლება ვინმეს გავეტაცეთ. ერთხელ ისინი სახლში მოვიდნენ. ჩვენ ეს დედას შევატყობინეთ, რომელიც სამზარეულოში იმყოფებოდა. ის გამოვიდა ხელში მაჩეტეთი. მეორეჯერ, როცა ჩვენ სან–ნიკოლასში წავედით ბიძის სანახავად, ჩვენ მოგვიწია მატარებლიდან გადმოხტომა. იქ ოთხი საეჭვო ადამიანი დაგვხვდა. ერთ–ერთი მათგანი ადრე ჩვენთან იყო მოსული სახლის საყიდლად და დედამ ის იცნო. მე მაშინ კარგად არ ვიცოდი, რა ხდებოდა, მაგრამ მესმოდა, როგორ ელაპარაკებოდა მამა ამ ამბის შესახებ ბიძას.

მამაცი სინდიკალისტი–თავდამსხმელი

– შემდეგ არგენტინულ ფეხბურთში გაფიცვა მოხდა, რადგან ახალგაზრდა მოთამაშეებს საკუთარ გუნდში მხოლოდ პირველი ორი თვის განმავლობაში უხდიდნენ ფულს, ხოლო როცა საქმე ცუდად მიდიოდა, გადახდას წყვეტდნენ.

კონტრაქტები, რომლებისთვისაც ამ გუნდებში გადავლისთვის ხელი უნდა მოგეწერა, კარგის მაუწყებელი არ იყო. ფეხბურთელს არაფრის გადაწყვეტა შეეძლო. ასევე იყო შემოთავაზებები უფრო სერიოზული კლუბის მოთამაშეებთანაც, რომლებმაც ამაზე უარი განაცხადეს. ჩვენ ასევე საქველმოქმედო მატჩებში ვიღებდით მონაწილეობას, იქნებოდა ეს სკოლის თუ საავადმყოფოს, ხანდახან იმიტომაც, რომ ხალხის ყურადღება მიგვეპყრო და გვეჩვენებინა ყველასთვის, რომ ეს იმიტომ კი არ კეთდებოდა, რომ ფული გვინდოდა, არამედ იმათთვის იყო საქველმოქმედო აქცია, ვინც მისი შოვნა ვერ შეძლო.

კავშირი ჩამოყალიბდა 1944 წელს. იყო ჩუმი შეხვედრები. "რივერიდან" ამაში მონაწილეობას ექვსი თუ შვიდი ადამიანი იღებდა. ჩემპიონატი შეწყდა, რადგან რამდენიმე გუნდში მოთამაშეები შიმშილობდნენ.

ფედერაციამ გადაწყვიტა, რომ თამაში იქნებოდა იმ გუნდებს შორის, რომლებიც არ შიმშილობდნენ და კიდევ ახალგაზრდულ კლუბებთან. დიდი საერთაშორისო აღშფოთება მოჰყვა ამ ამბავს. მოშიმშილეებსა და მათ მოწინააღმდეგეებს შორის დაპირისპირება მოხდა. ჩვენ მომავალი სეზონის დაწყებამდე, ანუ 1949 წლამდე ვერ ვთამაშობდით. ამ დროის განმავლობაში მე არაფერი გამომიმუშავებია. ბოლოსდაბოლოს, "რივერიდან" დარჩა ოთხეული და ჩვენ წარმატებისთვის უნდა მიგვეღწია. როცა ჩვენ გამომუშავება დავიწყეთ, ისინი მხოლოდ ნახევარს გვაძლევდნენ. ჩვენ ამ წინადადებას რომ არ დავთანხმებულიყავით, ისინი გუნდიდან გაგვაძევებდნენ.

ესპანეთის მწუხარება და გლოვა

– როცა მე 1953 წელს ჩავედი ესპანეთში, დავინახე ბევრი მგლოვიარე და დამწუხრებული ადამიანი, რომლებიც ასეთ მდგომარეობაში ომის და მისგან მოტანილი უბედურებების გამო იყვნენ. ბევრ შავად ჩაცმულ ადამიანს ვხედავდი ქუჩაში. მიუხედავად ამისა, მე ესპანეთი იმ დროისთვის მსოფლიოს საუკეთესო ქვეყნად მიმაჩნდა. მაშინ ის არგენტინისგან განსხვავდებოდა. მაშინ ჩვენ უფრო მეტად თავისუფალნი ვიყავით, ხოლო ახლა პირიქით. მაშინ ესპანეთი ევროპის სხვა ქვეყნებს უკან იტოვებდა. 60–იანი წლებიდან მოყოლებული, სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა. უფრო მეტი მოძრაობა გახდა შესამჩნევი. ჩამოყალიბდა მრეწველობა. ხალხი საღამოობით სასეირნოდ გამოდიოდა გარეთ. აი, როგორ გამოვიდა, მე აქ ერთი წლით ჩამოვედი და როგორც ხედავთ, ორმოც წელზე მეტია, რაც ესპანეთში ვარ.

მადრიდში ადრეც ვიყავი ნამყოფი, როცა "მალიონარიოსში" მოვედი. მე ის კარგ ქალაქად არ მიმაჩნდა, მაგრამ, ჩემდა გასაკვირად, იქ ყველა კარგად დამხვდა. და სწორედ იმ დღეს, როცა ახალი ჩამოსული ვიყავი ბარსელონადან, თამაში დავიწყე. 1953 წლის 23 სექტემბერი. ამ თარიღს ვერასდროს დავივიწყებ. მე საღამოს დავდიოდი ცოლთან, სარასთან და ორ შვილთან, ნანეტთან და სილვანოისთან ერთად. არ მაინტერესებდა, კარგად ვიგრძნობდი თავს თუ ცუდად, ჩემთვის მთავარი თამაში იყო და მეც ვთამაშობდი. მალე უნდა გამემართლებინა ჩემზე დამყარებული იმედები. ყოველთვის ვიცოდი, რომ ფეხბურთში კარგად უნდა მემუშავა. ხალხი – საუკეთესო მწვრთნელია. ის გაგდებს მოედნიდანაც და თან, თამაშის ნებას გრთავს.

"რეალისა" და "ბარსელონას" ომი

– ეს დიდი ისტორიაა და ვერ აღვწერ ერთი–ორი სიტყვით. კლუბ "მილინარიოსში" თამაშის უფლება 1954 წლამდე მქონდა, შემდეგ უკვე "რივერში" უნდა დავბრუნებულიყავი. მადრიდის "რეალის" ხელმძღვანელობა დაუკავშირდა "მილინარიოსს" სწორედ მაშინ, როცა "ბარსელონა" ჩემს ტრანსფერზე საქმეებს არგენტინელებთან აგვარებდა და საბოლოოდ ამ უკანასკნელის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მას შეეძლო ჩემი გუნდში ერთი წლით დატოვება იმ შემთხვევაშიც, თუ მე არ ვითამაშებდი. საბოლოოდ მადრიდის "რეალის" ხელმძღვანელობამ "მილინარიოსს" 1.350.000 გადაუხადა ჩემს ტრანსფერში და 1954 წლის ოქტომბრამდე მადრიდულ კლუბში მიწევდა თამაში, მაგრამ ამ დროს "ბარსელონას" "რივერისთვის" უკვე ორი მილიონი ჰქონდა გადახდილი ჩემში.

როდესაც ესპანეთში ჩავედი, "ბარსელონაში" მომიწია თამაში. თავიდან გუნდთან ერთად ვვარჯიშობდი, რადგან თამაში არ შემეძლო, ხოლო შემდეგ ვარჯიშიც ამიკრძალეს, ნაციონალურმა სპორტულმა დელეგაციამ გადაწყვიტა ეს საკითხი ასე. მათ განაცხადეს, რომ მე მიწევდა ორივე გუნდში ერთი წლით თამაში. ეს ისეთი პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო, რომ მე მისი არასდროს მჯეროდა. მე მადრიდში უნდა წავსულიყავი, მაგრამ დავბრუნდი ბარსელონაში, რადგან იქ წასვლა აღარ მინდოდა. სანამ ეს მოხდებოდა, მე ადრე ალბათ, ვამჯობინებდი ნავში ჩაჯდომას და ბუენოს–აირესში გამგზავრებას. ეს ჩემი თავიდან არ ამოდიოდა – მე ვიქნებოდი საფეხბურთო პოლიტიკის მსხვერპლი, ამას რომ დავთანხმებოდი.

სამი დღე ტყვეობაში

– ეს 1963 წლის 26 აგვისტოს დილას მოხდა. მადრიდის "რეალი" ვენესუელაში იყო წასული და ცოტა ხნით კარაკასის სასტუმროში შევჩერდით. ყველა თავის ოთახში ავიდა. სამი–ოთხი ლაცი მივიდა პოლიციასთან და აჩვენეს საკუთარი ნიშანი. მათ ჩამსვეს მანქანაში და მითხრეს, რომ ეს გატაცება იყო. შემდეგ თვალებზე რაღაც დამახვიეს. საათზე მეტი გავატარეთ რაღაც ბინაში. შემდეგ სატვირთო მანქანით წამიყვანეს.

მე წვენი და სიგარეტის ორი კოლოფი მომცეს. და ისევ მანქანაში. მიმიყვანეს ბინაში, რომელიც ალბათ, ქალაქის ცენტრში უნდა ყოფილიყო. პატარა ოთახში გამომკეტეს, სადაც საწოლიც არ იყო. ჩემს ახლოს იყო კაცი, რომელიც დღე და ღამე მიცავდა. ხანდახან მას ეძინებოდა და მე მიწევდა მისი გაღვიძება და ასეთი რაღაცის თქმა: რომელი ჩვენგანი რომელს ყარაულობს? პირველ ღამეს კიდევ სამი კაცი მოვიდა ცეცხლსასროლი იარაღით. მე არ მეძინა. ვიჯექი და დრო გამყავდა. ვფიქრობდი, რომ მათ ჩემი მოკვლა ჰქონდათ გადაწყვეტილი. ბევრს ვფიქრობდი და მეგონა, რომ მათ ნებისმიერ წამს შეეძლოთ ესროლათ ჩემთვის. ჩვენ პირველ სართულზე ვიყავით და ფანჯრიდან გადახტომა მინდოდა. სამი დღე, სამოცდაათი საათი ჩაკეტილ კარს მიღმა გავატარე. ისინი კარგად მეპყრობოდნენ. იძახოდნენ, რომ სტუდენტები იყვნენ. შემდეგ გავიგე, რომ ნაციონალური გათავისუფლების ფონდიდან იყვნენ. ხანდახან ჭადრაკსაც ვთამაშობდი. რადიოსაც მირთავდნენ. წასაკითხად გაზეთებსაც მაძლევდნენ. მათ პაელიოც კი შემომთავაზეს, მაგრამ მე მხოლოდ ჰოთ–დოგს ვჭამდი. შიშით ჭამის სურვილიც დაკარგული მქონდა.

მესამე დღის დილას გავიგე, რომ მე გამანთავისუფლებდნენ. ჩავიცვი ტანსაცმელი და მათ მომცეს ქუდი, რომ ვერავის ვეცნე. ტაქსი გამოიძახეს და ესპანეთის საელჩოსთან თხოვეს ჩემი მიყვანა. მეც დავპირდი, რომ მათ წინააღმდეგ არასდროს არაფერს ვიტყოდი. როცა საელჩოსთან მივედი, ვნახე ღილაკი, ღიაა 10–დან 2–მდე. იყო 2.15. თითი მეჭირა ამ ღილაკზე, სანამ არ გამიღეს კარი.

ევროპის და ფეხბურთის ჩემპიონატი

– როცა ევროპის თასის გათამაშება ახალი ჩამოყალიბებული იყო, ყველა ვფიქრობდით, რომ ეს რაღაც უცნაური ტურნირი იქნებოდა. საბოლოოდ ყველაფერი პირიქით გამოვიდა. მადრიდის "რეალმა" სწორედ ამ ევროპის თასის წყალობით დაანახა მსოფლიოს საკუთარი ძალა. მოვიგეთ ევროპის და მსოფლიოს თასები, რომ ყველას გაეგო, როგორი გუნდი იყო მადრიდის "რეალი". იმდროინდელი ევროპის თასი ჩემპიონთა თასიც იყო. ასე იძახდნენ იტალიელები. ჩემპიონთა ლიგა – ეს არ არის ევროპის თასი.

ყველაფერი ტაქტიკაზეა დამოკიდებული. ჩვენ ადრე 5–5 სქემით ვთამაშობდით. ერთად ვუტევდით და ერთად ვიცავდით თავს. მაშინ ასე იყო: დაცვაში თამაში და შეტევაში თამაში, სირბილი, სისწრაფე, მოძრაობა. მეთერთმეტე ნომერი იყო პირველი, ვინც იცავდა, ხოლო პირველი ნომერი, პირველი, ვინც უტევდა. დღეს დიდი პრობლემაა ნომრებთან დაკავშირებით. ეს ეხება თავდამსხმელებს, რომლებსაც მხოლოდ კუთხურიდან მოწოდებული ბურთის თავით კარში გადაგზავნა შეუძლიათ. ადრე ხუთი დამატებითი მცველი იყო: კოპა–რიალი–დი სტეფანო–პუშკაში–ხენტო.

თასები და ტიტულები

ის 1962 წელს ესპანეთის ეროვნულ ნაკრებთან ერთად იყო მსოფლიოს ჩემპიონატზე. მიუხედავად ამისა, ტრავმამ არ მისცა გულშემატკივარს მისი თამაშით დატკბობის საშუალება. ესაა ალფრედო დი სტეფანოს მოგებული თასები და ტიტულები:

კოპა ამერიკა (1947)

ევროპის თასი (1956, 57, 58, 59 და 60)

8 ესპანეთის ჩემპიონატი (1954, 55, 57, 58, 61, 62, 63 და 64).

1 საერთაშორისო თასი (1960).

ერთი ესპანეთის თასი (1962)

2 კოპა ლათინა (1955 და 1957)

2 არგენტინის ჩემპიონატი (რივერ პლეიტი 1945 და 1947)

სამი კოლუმბიის ჩემპიონატი (მილინარიოსი 1949, 51 და 53)

ერთი კოლუმბიის თასი (1953)

პრიმერა დივიზიონის საუკეთესო ბომბარდირი ხუთჯერ (1954, 56, 57, 58 და 59)

არგენტინის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი ერთხელ (47 წელი) 27 გოლით

კოლუმბიის ჩემპიონატის საუკეთსო ბომბარდირი ორჯერ (1951 31 გოლი და 1952 19 გოლი)

სამი ოქროს ბურთი (1957–59 წლებში).

6 არგენტინა (7 გოლი)

31 ესპანეთი (23 გოლი)

სამწვრთნელო მიღწევები:

ესპანეთის ჩემპიონი (ვალენსია 1971).

ესპანეთის თასი (ვალენსია 1980).

უეფას თასი (81).

არგენტინის ჩემპიონი (ბოკა ხუნიორსი 1970).

სუპერთასი (მადრიდის რეალი 1990).

გულის ოპერაცია

– ეს 2005 წლის დეკემბერს მოხდა. წავედი საახალწლო დღესასწაულის მოსაწყობად ერთ–ერთ ჩემს შვილთან. აქამდე გულთან პრობლემა არასდროს მქონია. ყველაფერი შეიძლება, მაგრამ გული არაა...

მარილი, შაქარი, ძმარი, თაფლი არასდროს მაწუხებდა (იცინის). გულს ბობოს ვეძახი, რადგან ის მუდამ მუშაობს, მაგრამ არასდროს არაფერს ამბობს. სამედიცინო შემოწმებაც კი, რომელიც ამ ფაქტამდე რამდენიმე დღით ადრე ჩამიტარდა, გულთან დაკავშირებით არანაირ პრობლემას აჩვენებდა. იმ ღამეს ვხვდებოდი, რომ მივდიოდი, მივდიოდი და უცბად ხელი ჩავჭიდე ჩემს ვაჟიშვილს, რომელიც ახალი მოსული იყო საწოლთან. ვუთხარი მას, რომ მე მივდიოდი, მივდიოდი სამუდამოდ... ცუდად გავხდი და მეტი არაფერი მახსოვს.

არ მახსოვს ისიც კი, რაც მომავალ თვეს ხდებოდა. ღამით კოშმარები მესიზმრებოდა. კარგად არ მახსოვს. ერთხელ ექთანმა, რომელიც მივლიდა და ჩემს ოპერაციასაც დაესწრო, მითხრა, რომ არც ჩემს შვილს და არც არავის სჭერია ჩემი გული საკუთარ ხელში. ეს მხოლოდ მან გააკეთა. ამის გაფიქრებაზეც კი ცუდად ვხდები. მას გული უვარდება ხელიდან და ძირს ეცემა!

ფეხბურთი გუნდური თამაშია

– მე ისევ ვიძახი ამას და არავინ მიჯერებს, რომ გუნდი ყველაზე მნიშვნელოვანია ფეხბურთში – ერთია მოედანზე და ისიც მებრძოლი. მე ამას ვიძახი. ერთი თერთმეტის წინააღმდეგ... ეს სიგიჟეა. გუნდი მხოლოდ ერთი მოთამაშე არ არის, ეს არის – პრეზიდენტი, ხელმძღვანელი, მწვრთნელი, ფეხბურთელები... მადრიდის "რეალში" მხოლოდ დი სტეფანო არ მივიდა, იქ მივიდნენ სანტამარია, მარკიტოსი, კოპა, ხენტო და ისინი ამოვიდნენ დაბალი დივიზიონებიდან. ყველაფერი, რაც ცვენ მოვიგეთ და ინდივიდუალური ტიტულებიც კი, რაც მე მაქვს, ოქროს ბურთები თუ "პიჩიჩი", ყველაფერი სხვების დამსახურებაცაა. იმიტომ ვთამაშობდით, რომ ერთად გაგვემარჯვა. უბრალო ფოტო არაფერს გვიშველიდა – ჩვენ გვინდოდა სავსე საფულეები და თუ არ ვითამაშებდით, ვერაფერს გამოვიმუშავებდით. ჩვენ ძლიერი გუნდი ვიყავით დიდი მოთმინებით და ხასიათით. დაიმახსოვრეთ, "ბერნაბეუ" უსწრებს თავის დროს.



Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: დღეს
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

1523248
1523448 online