asdas
ცნობილი ადამიანები
როგორ შეურაცხყვეს მეფეთა მეფე
ბიზანტიამ მიზანს ვერ მიაღწია
როგორ შეურაცხყვეს მეფეთა მეფე

2011-11-04 21:34:35



ბაგრატიონთა ტაოს შტოს წარმომადგენელი, მეფეთა მეფე გურგენი 994-1008 წლებში მართავდა ტაო-კლარჯეთს. იგი ქართველთა მეფის ბაგრატ II-ის ძე და გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფის ბაგრატ III-ის მამა გახლდათ. გურგენს ცოლად ჰყავდა აფხაზთა მეფის გიორგი II-ის ასული გურანდუხტი. გურგენმა აქტიური მონაწილეობა მიიღო საქართველოს პოლიტიკურ გაერთიანებაში. 975 წელს ის ქართლში მეურვედ გადმოჰყვა ბაგრატ III-ს. ქართლის აზნაურების ერთი ნაწილის ღალატის შედეგად გურგენი შეიპყრეს კახეთის სამეფოს აზნაურებმა, რომლებიც ქართლისათვის იბრძოდნენ. დავით III კურაპალატის ენერგიული ჩარევის შედეგად გურგენი გაათავისუფლეს. 988 გურგენი მონაწილეობდა ბაგრატ III-ის მიერ კლდეკარის ერისთავის რატის დასამორჩილებლად მოწყობილ ლაშქრობაში. მამის გარდაცვალების შემდეგ, 994 წელს, მის ადგილზე გურგენი დაჯდა, მაგრამ, რადგან ბაგრატ III უკვე მეფე იყო, მას მეფეთა მეფე უწოდეს. გურგენი ბაგრატ III-თან ერთად ცდილობდა მიეღო დავით III კურაპალატის მემკვიდრეობა, რომელიც ბიზანტიას ეჭირა. იმპერატორმა ბასილი II-მ მამა-შვილს შორის უთანხმოების ჩამოსაგდებლად ბაგრატს კურაპალატობა უბოძა, გურგენს კი მაგისტროსობა (კურაპალატობა მეტი პატივი იყო), მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია. სომეხი ისტორიკოსის ასოღიკის ცნობით, იმპერატორის ამ „წყალობით" შეურაცხყოფილი გურგენი ტაოს დასაპყრობად გაეშურა. ბიზანტიელებმა გურგენის წინააღმდეგ ლაშქარი გამოგზავნეს, მაგრამ საქმე ბრძოლამდე არ მისულა და კონფლიქტი ურთიერთდათმობით მოგვარდა.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ბაგრატ III
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

1524248
1524448 online