asdas
ცნობილი ადამიანები
გვპასუხობს ექიმი
გვპასუხობს ექიმი
გვპასუხობს ექიმი

2010-12-08 14:05:14



– მარჯვენა ხელი ხშირად მიბუჟდება, ზოგჯერ – ფეხიც. დილით ხელები შესიებულიც მაქვს. რისი ბრალი შეიძლება იყოს?

– აუცილებლად გაიზომეთ სისხლში პროთრომბინის დონე. შეიძლება მიზეზი მაღალი პროთრომბინი იყოს.

– გთხოვთ მირჩიოთ, შინაურ პირობებში როგორ ვუმკურნალო ფრჩხილებს, მეყოფა და მემტვრევა.

– დღეს ფრჩხილების მკურნალობა დიდ პრობლემას აღარ წარმოადგენს, რადგან პარფიუმერიის მაღაზიაში შეგიძლიათ შეიძინოთ ხელის საცხი, რომელიც ფრჩხილების კარგი მკვებავიც არის და მას მინერალებით და საჭირო ვიტამინებით ამდიდრებს. საუკეთესო საშუალებაა სახლის პირობებში თბილი, მარილიანი ზეთის აბაზანები. ზეთი შეათბეთ, ჩააწვეთეთ შიგ რამდენიმე წვეთი იოდი და ცოტა მარილი ჩაყარეთ. მოურიეთ კარგად და თითები ჩაყავით, გააჩერეთ 5–10 წუთი, შემდეგ ქაღალდის ხელსახოცით კარგად შეიმშრალეთ. პროცედურა 10 დღის განმავლობაში, დღეში ერთხელ გაიკეთეთ.

– 10 თვის გათხოვილი ვარ და გამუდმებით მაწუხებს დაბალი სიცხე 37–37,2 გრადუსი. თითქმის ყველანაირი გამოკვლევა ჩავიტარე, მაგრამ უშედეგოდ. ახლა უკვე 10 კვირის ორსული ვარ. საშიშია?

– თუ არ გაქვთ სისუსტე, ოფლიანობა, თავს ცუდად არ გრძნობთ, შეიძლება იმ გამონაკლის ადამიანთა რიცხვს ეკუთვნით, ვისაც სხეულის ნორმალური ტემპერატურა 37 გრადუსი აქვთ. ორგანიზმში ძლიერი ანთებითი პროცესი რომ მიმდინარეობდეს, ტემპერატურის მაჩვენებელი უფრო მაღალი უნდა იყოს. ორსულობის დასაწყისშიც ტემპერატურის მატებით იწყება ხოლმე, რა თქმა უნდა, ეს ბუნებრივი მოვლენა არ არის, მაგრამ თუ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებით, საგანგაშოც არ არის.

– ფეხებზე მაქვს კოჟრები, ცერა თითების დასაწყისში. "მარილები" არ არის. ოპერაციით თუ შეიძლება მოშორება?

– ასეთი კოჟრები ძირითადად ორგანიზმში შარდოვანას დაგროვებით არის გამოწვეული, რომელიც შემდეგ პოდაგრას იწვევს. ოპერაციულ ჩარევას გართულების შემთხვევაში მიმართავენ ხოლმე. მდგომარეობის გამოსწორება შეიძლება სახლის პირობებშიც შეძლოთ, თუ გამოიყენებთ უმ კარტოფილს. პატარა ზომის კარტოფილი გათალეთ, ამოაცალეთ გული ისე, რომ კოჟრი ჩაეტიოს. შეიხვიეთ და გაიჩერეთ მთელი ღამის განმავლობაში. ერთთვიანი პროცედურის შემდეგ შედეგს მიაღწევთ.

– მაქვს გამწოვი კისტა. შეიძლება თუ არა ამ შემთხვევაში დაფეხმძიმება ან ანთების დროს?

– გამწოვ კისტაში თქვენ ალბათ ფოლიკულარულ კისტას გულისხმობთ, რომელიც დაახლოებით სამი თვის განმავლობაში უნდა გაიწოვოს. თუ სხვა პრობლემა არ გაწუხებთ, დაფეხმძიმდებით. ანთების დროს აუცილებელია მკურნალობა, რადგან დაფეხმძიმების შემთხვევაშიც პრობლემები შეგექმნებათ.

– მაქვს დისკოზი, შეიძლება ფიზიოლოგიური მშობიარობა?

– ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ხარისხის დისკოზი გჭირთ. ასეთ დროს საკეისრო კვეთით მშობიარობა უკეთესია.

– ვარ გათხოვილი, მაგრამ არ ვფეხმძიმდები. გათხოვებამდე 1 თვე გადაცდენები მქონდა. როგორ მოვიქცე?

– უნდა მიმართოთ გინეკოლოგს, სავარაუდოდ, ჰორმონალური ბალანსი გაქვთ დარღვეული, რომლის აღსადგენად დროული და ზუსტი მკურნალობაა საჭირო. ჰორმონალური გამოკვლევის გარეშე ნებისმიერი მკურნალობა უშედეგოა.

– აღმომაჩნდა მეტეორიზმი და ნაღველში მცირე რაოდენობით ნალექი. ძალიან მტკივა კუჭი. მაინტერესებს, ტკივილები რითი არის გამოწვეული. ნაღველში ნალექის გამო ოპერაცია აუცილებელია?

– კუჭის ტკივილი ორივე შემთხვევაში შეიძლება. მაგრამ უნდა გამორიცხოთ თავად კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის პათოლოგიაც. ნაღვლის ბუშტში მცირე ნალექის გამო ოპერაციული ჩარევა სავალდებულო არ არის, მედიკამენტური მკურნალობითაც შეიძლება მდგომარეობის გამოსწორება, საჭიროა სწორი, დიეტური კვება. ზუსტი პასუხის გაცემა მხოლოდ მკურნალ ექიმს შეუძლია დინამიკაში ექოსკოპიური კვლევის დაკვირვებით.

– ერთი კვირაა გადამიცდა მენსტრუაცია. ტესტი ორსულობას აჩვენებს, თან ცოტა ყვითელი გამონადენი მაქვს. რისი ბრალია?

– თუ ტესტი ორსულობას აჩვენებს, ე.ი. ნამდვილად ორსულად ხართ. რაც შეეხება გამონადენს, მას ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონალური ცვლილებები იწვევს. აუცილებლად მიმართეთ გინეკოლოგს.

– ფეხის ფრჩხილები ძალიან გამისქელდა. ორჯერ ცერა თითზე ფრჩხილი თავისით წამძვრა. სახლის პირობებში როგორ ვიმკურნალო?

– სავარაუდოდ, ფრჩხილების სოკოვანი დაავადება გჭირთ და მისი სახლის პირობებში მკურნალობა ვერ მოხერხდება. სოკოვანი დაავადება ზუსტი ანტიმიკოზური ხანგრძლივი მკურნალობით განიკურნება.



Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: დღეს
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

1523240
1523440 online