asdas
ცნობილი ადამიანები
მარტოსულობის სევდა და ხიბლი
როცა პოეტი იბადება
მარტოსულობის სევდა და ხიბლი

2012-11-30 11:51:10



მარტოსული იყო, ნიჭითა და გრძნობით სავსე. არავის ჰგავდა, თავისთვის წერდა და არ ცდილობდა, ვინმეს თვალში მოხვედროდა,თუმცა მისი ენციკლოპედიური განათლება და უდიდესი შემოქმედებითობა ყველას იზიდავდა. რვა ენა იცოდა. მის ირგვლივ მუდამ ტრიალებდნენ პოეტები და მწერლები, ცნობილი ადამიანები და უბრალოდ მკითხველები. გობრონ აგარელი (ციცქიშვილი) ნამდვილი პოეტი იყო და ალბათ, როცა დაიბადა, ნისლი იწვა, ქარი ქროდა, წვიმდა, ფოთლები უცნაურად შრიალებდნენ... ეს მოხდა 1899 წლის 30 ნოემბერს, მერე კი გაუყვა გზას _ რთულს, შინაარსიანს და რატომღაც სევდამ სამუდამოდ ჩაჰკიდა ხელი; ასე იყო ცხოვრების ბოლომდე, ნაღვლობდა რაღაცაზე და თან სიტყვების მორევში იკარგებოდა. ხანდახან მზე გამოანათებდა, მაგრამ ისევ ღრუბელი ჯაბნიდა. ალბათ, ასეა, როცა პოეტი იბადება, მას აქვს განსაკუთრებული სათქმელი, ახასიათებს მელანქოლია და ქარიანია მისი სული. სწორედ ეს ბადებს ბობოქარ გრძნობას და მერე ლექსად იღვრება...სევდიანია მარტოსულობა და სწორედ ამაშია ხიბლი.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: დაბადების დღე
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

1787104
1787304 online