asdas
ცნობილი ადამიანები
შკოდა ახალ მოდელს წარმოადგენს
შკოდა ახალ მოდელს წარმოადგენს
შკოდა ახალ მოდელს წარმოადგენს

2010-06-02 15:05:14



ჩეხური კომპანია შკოდა შეუდგა კომპაქტური მინივენის შექმნას, რომელსაც კონვეიერზე სამი წლის შემდეგ ჩაუშვებენ.

ახალი ავტომობილის აგება კომპაქტვენის ფოლკსვაგენ ტოურანის პლატფორმაზეა დაგეგმილი და იგივე ძრავებით შესთავაზებენ მყიდველს, როგორითაც გერმანული ავტომობილი იწარმოება. წინასწარი ინფორმაციით, ძრავების ხაზში ძირითადი განსხვავება ის იქნება, რომ შკოდას მოდელი ვერ მიიღებს ყველაზე მძლავრ, 170 ცხენისძალის ბენზინის და 4,0 ლიტრიან დიზელის ძრავს. ასევე განსხვავებული იქნება ამ ორი მინივენის კომპლექტაცია, ჩეხური მანქანისთვის არ იქნება განკუთვნილი ძვირადღირებული მოწყობილობები.

სავარაუდოდ, შკოდას კომპაქტვენის ფასი ევროპის ბაზარზე 15.000 ევროდან დაიწყება (შედარებისთვის, ტოურანის ყველაზე ხელმისაწვდომი ფასი 19.000 ევროა). ახალი შკოდა კონკურენციას გაუწევს ფორდ ც–მაქსს, რენო სცენიქს და სიტროენ ც4 პიკასოს.

ადრე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კომპანია შკოდა ბაზარზე გამოსაშვებად კიდევ რამდენიმე ახალ მოდელს ამზადებს. ერთ–ერთი მათგანი იქნება სუბკომპაქტური ავტომობილი, რომელიც ფოლკსვაგენ უპ–ს ბაზაზე იქნება აგებული. მას მყიდველს შესთავაზებენ როგორც სამ, ისე ხუთკარიანი ვერსიით, ხოლო მანქანა აღჭურვილი იქნება 1,0 და 1,2 ლიტრი მოცულობის ძრავებით. სავარაუდოდ, ამ მანქანების წარმოება მომავალ წელს სლოვაკეთში დაიწყება.

მეორე სიახლე, რომლის დებიუტიც 2012–13 წლებშია დაგეგმილი, გოლფ–კლასის ავტომობილი იქნება, რომელიც შკოდას ხაზში ადგილს "ფაბიასა" და "ოქტავიას" შორის დაიკავებს. გარდა ამისა, ჩეხური კომპანია, ზოგიერთი მონაცემით, საბიუჯეტო სედანზე მუშაობს, რომელიც "ოქტავიას" ბაზაზე აიგება და ინდოეთისა და ჩინეთის ავტობაზრისთვის იქნება გათვალისწინებული.

მოამზადა კახა ხატიაშვილმა

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

1522696
1522896 online