asdas
ცნობილი ადამიანები
მერსედესის ახალი ცლს–ი
მერსედესის ახალი ცლს–ი
მერსედესის ახალი ცლს–ი

2010-03-05 17:42:56



კომპანია მერსედეს–ბენცმა გაავრცელა ინფორმაცია კონცეპტუალურ ავტომობილზე სახელწოდებით ფ800 სტულე, რომელიც იმის დემონსტრირებას ახდენს, როგორი მიმართულებით განვითარდება გერმანული ბრენდის ახალი მოდელების დიზაინი, მათ შორის მომავალი თაობის ოთხკარიანი კუპე ცლს–ი. პროტოტიპის პრემიერა ჟენევის ავტოშოუზე შედგება. ამაზე საუბარია მერსედეს–ბენცის ოფიციალურ პრეს–რელიზში.

კონცეპტ–ქარი ფ800 სტულე აგებულია უკანა გაწევის ახალ მოდულურ პლატფორმაზე, რომელმაც მომავალში უნდა შეცვალოს ძვირადღირებული "მერსედესული" არქიტექტურა ე.წ. "სენდვიჩის" ტიპის ორმაგი იატაკით. იგი გამოყენებული იქნება არა მხოლოდ ცლს–ზე, არამედ მომავალი თაობების ა და ბ–კლასის მანქანებზეც, ასევე ახალ კომპაქტურ ყველგანმავალზეც. პროტოტიპის გაბარიტული სიგრძე შეადგენს 4.738 მილიმეტრს, სიგანე 1.938–ს, ხოლო სიმაღლე 1.445 მილიმეტრს. საბარგულის მოცულობა 440 ლიტრია. როგორც კომპანია მერსედეს–ბენცის წარმომადგენელმა აღნიშნა, კონცეპტუალური და მომავალი გასაყიდად გამოშვებული მანქანების ზომები მსგავსი იქნება.

ახალი მანქანისთვის გერმანელმა მწარმოებლებმა ორი ძალოვანი მოწყობილობა მოამზადეს. პირველი მათგანი ჰიბრიდულია. ის საკუთარ თავში აერთიანებს ექვსცილინდრიან 300 ცხენისძალის მქონე ბენზინის ძრავსა და 109 ცხენისძალის ელექტროძრავს, რომელიც საჭირო ენერგიას ფურცლოვან იონური აკუმულატორებისგან მიიღებს და რომლის დამუხტვაც ჩვეულებრივი სახლის შტეფსელიდან იქნება შესაძლებელი. კომპანიის მონაცემებით, მანქანას ნოლიდან საათში 100 კილომეტრამდე სიჩქარის განსავითარებლად 4,8 წამი დასჭირდება, ხოლო მისი მაქსიმალური სიჩქარე 250 კილომეტრი იქნება საათში. პროტოტიპის მაქსიმალური სიჩქარე მხოლოდ ელექტრო ძრავით მუშაობისას საათში 120 კილომეტრს შეადგენს და დაახლოებით 29 კილომეტრის გავლა შეუძლია.

მანქანის მეორე ძალოვანი მოწყობილობა წყალბადისაა. მის შემადგენლობაში შედის 136 ცხენისძალის მქონე ელექტროძრავი და იონური აკუმულატორები. ელექტროობას ბატარეებისთვის ძარის წინა ნაწილში მოთავსებული სპეციალური მოწყობილობები გამოიმუშავებს წყალბადისა და ჟანგბადის ქიმიური რეაქციის პროცესში, ასევე სამუხრუჭე სისტემის რეკუპერაციის დროს. აღსანიშნავია, რომ ანალოგიური მოწყობილობები უკვე გამოიყენება ბ–კლასის ფ–ცელის მანქანებზე, რომლის სერიული წარმოება გასული წლის ბოლოს დაიწყო.

გარდა ამისა, კონცეპტ–ქარმა ასევე მიიღო სრულყოფილი ქომანდი–ს სისტემა, ცენტრალურ კონსოლზე, ახალი ადაპტური კრუიზ–კონტროლი დისტრონიქ პლუს და სისტემა ტრაფიქ ჯემ ესისტანტი, რომელსაც შეუძლია მანქანის საათში 40 კილომეტრი სიჩქარით მოძრაობისას სრულიად აკონტროლოს საჭის მართვა, აქსელერატორი და მუხრუჭები, ასევე მოდერნიზირებული საფირმო უსაფრთხოების სისტემა პრე–სეფე, რომელსაც შეუძლია ამოიცნოს ავარიული სიტუაციის წარმოშობის შესაძლებლობა.

როგორც კომპანიის დიზაინის განყოფილების ხელმძღვანელმა გორდენ ვაგნერმა განაცხადა, ფ800–ს სტილში შესრულებული ცლს–ი მომავალ წელს გამოჩნდება. ამასთან ბრენდის ყველა ახალი მოდელი მომავალში პროტოტიპის ძარის წინა ნაწილის მსგავს გაფორმებას მიიღებს, ასევე დღის სინათლის დიოდური ფარები უკვე საბაზოა მანქანისთვის, მოდერნიზირებულია ინტერიერიც.

მოამზადა კახა ხატიაშვილმა

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

1522392
1522592 online