asdas
ცნობილი ადამიანები
ჰიუნდაის ახალი სედანი
ჰიუნდაის ახალი სედანი
ჰიუნდაის ახალი სედანი

2010-02-26 19:01:46



სამხრეთკორეულმა კომპანია ჰიუნდაიმ გამოაქვეყნა კონცეპტუალური ავტომობილის, ტ–ფლოუვის პირველი ტიზერ–გამოსახულება. მისი მსოფლიო პრემიერა ჟენევის ავტოშოუზე შედგება. როგორც ოფიციალურ შეტყობინებაშია ნათქვამი, მანქანა საზოგადოებას შეუქმნის წარმოდგენას, როგორი იქნება მომავალი სერიული დ–კლასის სედანი.

პროტოტიპის დიზაინი გერმანულ დიზაინ–სტუდია ჰიუნდაიში შეიქმნა რიუსელჰაიმში. ახალი მანქანის შესახებ მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ კონსტრუქციაში გამოყენებული იქნება კონცერნ ბასფ–ს თანამედროვე ტექნოლოგიები, მათ შორის ინოვაციური მსუბუქი ქსოვილები სალონის გასაწყობად და მზის პანელები. ავტომობილის შექმნისას კომპანიაში შეეცადნენ მაქსიმალურად დაეწიათ მანქანის წონა და ამით ეკონომიურობისთვის მიეღწიათ. შესაძლებელია კონცეპტ–ქარი ჰიბრიდული ძალოვანი მოწყობილობით აღიჭურვოს.

როდის გამოჩნდება კონვეიერზე ჰიუნდაის ახალი სერიული სედანი, ჯერჯერობით უცნობია.

მოამზადა კახა ხატიაშვილმა

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: პირველი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

1523584
1523784 online