asdas
ცნობილი ადამიანები
პორშეს ყველაზე სწრაფი 911
პორშეს ყველაზე სწრაფი 911
პორშეს ყველაზე სწრაფი 911

2010-02-20 16:17:51



კომპანია პორშემ გაავრცელა ოფიციალური ინფორმაცია სპორტქარ 911–ის ახალ, ყველაზე სწრაფ და მძლავრ მოდიფიკაციაზე, რომელსაც ტურბო ს ეწოდა. ადრე 911–ს ოჯახში ასეთი სახელი მხოლოდ ორჯერ იქნა გამოყენებული – 993 და 996 სერიის მანქანებისთვის, რომლებიც შეზღუდული რაოდენობით იქნა გამოშვებული. კომპანიის წარმომადგენლის თქმით, ახალი მანქანისთვის ეს ვერსია ორი წლის მანძილზე წამყვანი იქნება, ანუ მანამდე, ვიდრე ამჟამინდელი 911–ს გამოშვება არ შეწყდება ახალი თაობით მის ჩასანაცვლებლად.

ახალი ავტომობილი აღჭურვილია 3,8 ლიტრი მოცულობის ექვსცილინდრიანი 530 ცხენისძალიანი ძრავით, რაც 30 ცხენისძალით სჭარბობს პორშე 911 ტურბოს ვერსიის ავტომობილს. ძრავი იმუშავებს შვიდსაფეხურიანი რობოტიზირებული სიჩქარეთა გადაცემის კოლოფის დახმარებით. ნოლიდან საათში 100 კილომტრამდე სიჩქარის განსავითარებლად ახალ 911–ს 3,3 წამი დასჭირდება, ხოლო 200 კილომტრამდე სიჩქარის განსავითარებლად 10,8 წამი დასჭირდება. მისი მაქსიმალური სიჩქარე საათში 315 კილომეტრი იქნება.

სრული გაწევის მქონე პორშე 911 ტურბო ს ასევე მიიღებს მძლავრ სამუხრუჭე მექანიზმს კარბო–კერამიკული დისკებით, აუდიოსისტემას ვთვ–ჩეინჯერით, ორ ფერში გადაწყვეტილ ტყავის სპორტულ სავარძლებს და 19 დიუმიან ბორბლების დისკებს.

ევროპის ბაზარზე ახალი პორშე მიმდინარე წლის მაისში გამოჩნდება.

მოამზადა კახა ხატიაშვილმა

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ორი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

1523608
1523808 online