asdas
ცნობილი ადამიანები
ბმვ–ს ჰიბრიდული სპორტქარი
ბმვ–ს ჰიბრიდული სპორტქარი
ბმვ–ს ჰიბრიდული სპორტქარი

2010-02-13 13:02:03



უახლოესი სამი წლის განმავლობაში კომპანია ბმვ გეგმავს სერიულ წარმოებაში ჩაუშვას კონცეპტუალური სპორტქარი ვისიონ ეფიციენთდუნამიქსი, რომელიც პირველად გასული წლის შემოდგომით ფრანკფურტის ავტოშოუზე იქნა წარმოდგენილი. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამჟამად ბრენდის ხელმძღვანელობა იმაზე ფიქრობს, როგორი ტირაჟით გამოვა ახალი მანქანა. ამ მომენტისთვის ბმვ–ს ხელმძვანელობა 5–10 ათასი ასეთი ავტომბილის გამოშვებას ფიქრობს. ინფორმირებული წყაროს ცნობით, პროტოტიპის ძალოვანი მოწყობილობა და ავტომობილის საერთო მასა 1.360 კილოგრამი შეუცვლელად დარჩება სერიულ სპორტქარშიც. ამასთან, გასაყიდად გამოტანილი ავტომობილი "ჩვეულებრივი" იქნება, კონსტრუქციაში ნაკლებად იქნება გამოყენებული პოლიკარბონული მინა, რომელიც კონცეპტ–ქარში ავტომატურად იბურებოდა მზის კაშკაშა სხივების მოხვედრის დროს. კომპანია ბმვ–ში ასევე აღნიშნეს, რომ ახალი ავტომობილის პროტოტიპების სავალი ნაწილების პირველი გამოცდა მიმდინარე წლის ზაფხულში სამხრეთ საფრანგეთში დაიწყება. კონცეპტუალური ოთხადგილიანი სპორტქარი აგებულია ალუმინის შასიზე და აღჭურვილია 360 ცხენისძალიანი ძალოვანი მოწყობილობით, რომელიც შედგება 1,5 ლიტრი მოცულობის 163 ცხენისძალის ტურბოდიზელის და ორი ელექტროძრავისგან (თითო ხიდზე თითო) და რობოტიზებული სიჩქარეთა გადართვის კოლოფისგან. ნოლიდან საათში 100 კილომეტრი სიჩქარის განსავითარებლად ახალ ავტომობილს 4,8 წამი დასჭირდება. მანქანის მაქსიმალური სიჩქარე ელექტროობითაა შეზღუდული და საათში 250 კილომეტრს შეადგენს. ავტომობილის დიზელის ძრავი მხოლოდ მაშინ ირთვება, როდესაც ფურცლოვანი–პოლიმერული აკუმულატორების ენერგია მინიმალურ დონეს მიაღწევს. მანქანის ბატარეების დამუხტვას სახლის ჩვეულებრივი 220 ვოლტიანი შტეფსელიდან 2,5 საათი სჭირდება. გარდა ამისა, ავტომობილი აღჭურვილია დამუხრუჭების დროს ენერგიის რეკუპერაციის სისტემით.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ორი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

1523648
1523848 online