asdas
ცნობილი ადამიანები
ოპელის სამკარიანი ასტრა
ოპელის სამკარიანი ასტრა
ოპელის სამკარიანი ასტრა

2011-06-21 14:31:51



კომპანია ოპელმა ახალი თაობის სამკარიანი ჰეჩბეკის ასტრასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია და ახალი ფოტოსურათები გაავრცელა. ფართო საზოგადოებას ავტომობილს მიმდინარე წლის სექტემბერში ფრანკფურტის ავტოშოუზე წარუდგენენ.

ხუთკარიან ჰეჩბეკთან შედარებით ახალი ასტრა 15 მილიმეტრით დაბალია, 10 მილიმეტრით აქვს გადიდებული ბორბლების ბაზა. ოპელ ასტრა ჯთც–მ წინ ისეთივე საკიდარი მიიღო, როგორიც გაძლიერებულ ოპელ ინსიგნია ოპც–ჰიპერსტრიტს აქვს. ის წარმოადგენს ჩვეულებრივ "მაკფერსონს" ცალკე მბრუნავი მუშტით, როგორც ფორდ ფოკუს რს–ზე და უფრო ხისტი ზამბარებით. უკან იგივე დარჩა უატას მექანიზმით, როგორც ხუთკარიან ჰეჩბეკზე.

სამკარიან ასტრას მყიდველებს ასევე შესთავაზებენ მექატრონული შასი ფლექრიდეთი ადაპტური ამორტიზატორებით. შერჩეული სვლის რეჟიმის მიხედვით იცვლება ამორტიზატორების მახასიათებლები, ასევე დაწოლა საჭეზე და აქსელერატორზე.

თავდაპირველად ახალი ოპელ ასტრა გამოვა ოთხი სახის ძრავით. ბეზინის ძრავები წარმოდგენილი იქნება ორი, 1,4 ლიტრი მოცულობის ტურბოძრავით, რომელთა სიმძლავრე 120 და 140 ცხენისძალა იქნება, ასევე 180 ცხენისძალის სიმძლავრის მქონე 1,6 ლიტრი მოცულობის ოთხცილინდრიანი ტურბოძრავით.

ასევე ახალი მანქანა აღიჭურვება 2,0 ლიტრი მოცულობის დიზელის ძრავით, რომლის სიმძლავრე 165 ცხენისძალა იქნება. ასეთი ძრავით აღჭურვილ სამკარიან ასტრას ნოლიდან საათში 100 კილომეტრამდე სიჩქარის განვითარებისთვის 8,9 წამი დასჭირდება, ხოლო მისი მაქსიმალური სიჩქარე 210 კილომეტრს მიაღწევს საათში. მწარმოებელის მონაცემებით, შერეულ ციკლში მანქანის საწვავის ხარჯი 100 კილომეტრზე 4,9 ლიტრი იქნება, ხოლო სავსე ავზით (56 ლიტრი) ასტრა 1.100 კილომეტრის გავლას შეძლებს.

ყველა ძრავი, რომლითაც იქნება აღჭურვილი ახალი ოპელ ასტრა, ექვსსაფეხურიანი სიჩქარეთა გადაცემის მექანიკური კოლოფით იმუშავებს, რომელიც "სტოპ–სტრატის" სისტემით იქნება აღჭურვილი.

მანქანის შეკვეთა ასევე შესაძლებელი იქნება საგზაო ნიშნების ამომცნობი სისტემით, ღერძულა ხაზის უნებურად გადაკვეთის გამაფრთხილებელი სისტემით, ადაპტური ბიქსენონური ფარებით.

ევროპის ბაზარზე ახალ ასტრაზე ფასები 21.750 ევროდან დაიწყება. ამ ფასად მყიდველი მიიღებს 120 ცხენისძალიანი ძრავით და ენჯოის კომპლექტაციით აღჭურვილ ავტომობილს, ხოლო დიზელის ძრავიანი და სპორტ ვერსიის ჰეჩბეკი 27.855 ევრო ეღირება.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ჰეჩბეკი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

1523520
1523720 online