asdas
ცნობილი ადამიანები
პორშე რეტრო 911–ს წარმოადგენს
პორშე რეტრო 911–ს წარმოადგენს
პორშე რეტრო 911–ს წარმოადგენს

2009-09-11 12:54:33



კომპანია პორშე ფრანკფურტის ავტოშოუზე სპორტკარ 911 კარერა ს–სპოტს კლასიკის საგანგებო მოდიფიკაციის ავტომობილს წარადგენს, რომელიც შეზღუდული რაოდენობის, სულ 250 ცალი დამზადდება. ავტომობილის განსაკუთრებული განმასხვავებელი ნიშანი იქნება უძრავი ანტიფრთა იხვის კუდის ფორმის, რომელიც 1973 წლის კარერას მოდელის სტილში იქნება შესრულებული და რომელიც პორეშსა და სუპერკარ კარეტას კლასიკურ სარბოლ მანქანებს მოგაგონებთ.

სპორტკარი აღჭურვილი იქნება 3,8 ლიტრი მოცულობის ძრავით, საწვავის პირდაპირი შესხურებით და ექვს საფეხურიანი სიჩქარეთა გადაცემის მექანიკური კოლოფით. ძრავის სიმძლავრე სხვადასხვა ტექნიკური სიახლეების წყალობით 23 ცხენისძალით გაიზარდა და 408 ცხენისძალა შეადგინა. ავტომობილი ნოლიდან საათში 100 კილომეტრი სიჩქარის განვითარებას 4,6 წამში შეძლებს, ხოლო მისი მაქსიმალური სიჩქარე საათში 304 კილომეტრი იქნება.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ავტომობილი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

1522816
1523016 online