asdas
ცნობილი ადამიანები
შევროლეს საიუბილეო სპორტქარი
შევროლეს საიუბილეო სპორტქარი
შევროლეს საიუბილეო სპორტქარი

2011-04-05 16:43:17



კონცერნ ჯენერალ მოტორსის სამხრეთკორეულმა განყოფილებამ საშუალო სიმძლავრის ჰიბრიდული სპორტქარის შევროლე მირეუს პროტოტიპი წარმოადგინა. მანქანა შეიქმნა "შევროლეს" ბრენდის 100 წლისთვათან დაკავშირებით, რომელსაც კომპანია მიმდინარე წელს აღნიშნავს.

კონცეპტ–ქარის სიგრძე 3.991, სიგანე – 1.865, ხოლო სიმაღლე – 1.100 მილიმეტრია. ავტომობილის საფუძველს წარმოადგენს ალუმინის შასი, რომელზეც დამაგრებულია ძარის პანელები, რომლებიც დამზადებულია კარბონისა და არმირებული ნახშირბოჭკოვანი პლასტიკატისგან.

ჰიბრიდული ავტომობილის ძალოვან მოწყობილობაში შედის ორი, თითოეული 20 ცხენის ძალის სიმძლავრის ელექტროძრავი, დამაგრებული წინა ხიდზე, 1,5 ლიტრი მოცულობის ბენზინის ოთხცილინდრიანი ძრავი ტურბოგამაძლიერებლით, რომელსაც მოძრაობაში მოჰყავს უკანა ბორბლები, 1,6 კილოვატ–საათის მოცულობის იონური აკუმულატორების კომპლექტი და რობოტიზირებული სიჩქარეთა გადაცემის კოლოფი. აკუმულატორების დამუხტვა შესაძლებელია დამუხრუჭების შედეგად წარმოქმნილი ენერგიის რეკუპერაციის სისტემის ხარჯზე.

კომპანია კონცეპტ–ქარის დინამიურ მახასიათებლების თაობაზე ინფორმაციას არ ავრცელებს, ცნობილია მხოლოდ საწვავის ხარჯის მონაცემები: ქალაქში მოძრაობისას ასეთი სპორტქარი დაახლოებით 3,92 ლიტრ ბენზინს მოიხმარს 100 კილომეტრზე, ხოლო ტრასაზე – 3,73 ლიტრს.

კავშირი ტეგთან: ავტო
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

1523872
1524072 online