asdas
ცნობილი ადამიანები
შევროლეს ახალი პიკაპი
შევროლეს ახალი პიკაპი
შევროლეს ახალი პიკაპი

2011-03-29 17:25:16



კონცერნმა ჯენერალ მოტორსმა პიკაპის შევროლე ქოლორადოს პროტოტიპის პირველი ოფიციალური გამოსახულებები გაავრცელა. ამ ავტომობილის მსოფლიო პრემიერა ბანგკოკში შედგება.

კონცეპტუალური პიკაპის შესახებ მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ ის აღიჭურვება 2,8 ლიტრი მოცულობის დიზელის ძრავით და სრული გაწევის სისტემით. დღეისთვის 138 ცხენისძალიანი ოთხცილინდრიანი დიზელის ძრავი ავტომობილ შევროლე ს–10–ზე გამოიყენება, რომელიც ბრაზილიის ავტობაზრისთვისაა განკუთვნილი. სავარაუდოდ, მომავალი თაობის შევროლე ქოლორადო მოდიფიცირებული იგივე აგრეგატით იქნება აღჭურვილი.

ახალი ქოლორადოს დებიუტისთვის ბანგკოკის ავტოშოუ იმიტომ შეირჩა, რომ სწორედ ტაილანდში იზრდება მოთხოვნილება პიკაპებზე და ამიტომ სამხრეთ–აღმოსავლეთ აზიის ბაზარი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ავტომწარმოებლისთვის. კონცერნ ჯენერალ მოტორსში ასევე აღნიშნავენ, რომ გასულ წელს ამ ქვეყანაში გაყიდული ყველა ავტომობილების 43 პროცენტი სწორედ პიკაპებზე მოდის.

პიკაპ შევროლე ქოლორადოს დებიუტი 2004 წელს შედგა. აშშ–ში ავტომობილს მყიდველებს სთავაზობენ, როგორც წინა, ისე უკანა გამწევი ხიდებით, ასევე სამი სახის ბენზინის ძრავებით: 2,9 ლიტრი მოცულობის, ოთხცილინდრიანი, 185 ცხენისძალიან; 3,7 ლიტრი მოცულობის 242 ცხენისძალიანი და 300 ცხენისძალიანი რვაცილინდრიანი 5,3 ლიტრი მოცულობის.

ამჟამად ქოლორადოს აწყობა ხდება ლუიზიანას შტატის ქალაქ შრივპორტში მდებარე ქარხანაში, მაგრამ მომავალ წელს ეს საწარმო დაიხურება. ამიტომ, გამორიცხული არ არის, რომ ახალი თაობის პიკაპის გამოშვებას ტაილანდში დაიწყებენ.

ამჟამად გაყიდვაში მყოფი შევროლე ქოლორადოს ფასი ამერიკის ბაზარზე 17.000 დოლარიდან იწყება.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ავტო
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

1522536
1522736 online