asdas
ცნობილი ადამიანები
შკოდა ორ ახალ მოდელს ქმნის
შკოდა ორ ახალ მოდელს ქმნის
შკოდა ორ ახალ მოდელს ქმნის

2011-03-25 16:13:48



კომპანია შკოდას ხელმძღვანელობამ პრეს–კონფერენცია გამართა, რომელზეც ოფიციალურად დაადასტურეს, რომ ორი ახალი მოდელის ავტომობილი გამოშვებას აპირებენ.

შკოდას პირველი სიახლე იქნება სუბკომპაქტური საქალაქო ავტომობილი, რომელიც კონცეპტუალური ფოლკსვაგენ უპ!–ს ბაზაზე იქნება აგებული და მისი ოფიციალური წარდგენა მიმდინარე წელს მოხდება. გერმანული ბრენდის ანალოგიური მანქანისგან ჩეხური განსხვავებული იქნება ახალი ბამპერით, განსხვავებული ფარებით და რადიატორის ცხაურით.

წინასწარი ინფორმაციით, ყველაზე პატარა შკოდას მყიდველებს ორი სახის სამაცილინდრიანი ძრავით შესთავაზებენ – ბენზინის 1,0 და დიზელის 1,2 ლიტრი მოცულობის, რომლის სიმძლავრე 75 ცხენისძალა იქნება. სავარაუდოდ, ახალი მოდელისთვის ასევე ხელმისაწვდომი იქნება 86 ცხენისძალიანი 1,2 ლიტრი მოცულობის ტსი და 82 ცხენისძალიანი ელქტროძრავით.

სუბკომპაქტურ შკოდაზე საუბრისას კომპანიის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ ვინფრიდ ვალანდმა აღნიშნა:

– ეს ავტომობილი ჩვენი პასუხია პატარა მანქანებზე მუდმივად მზარდ მოთხოვნაზე, რომელიც საწვავის ნაკლები ხარჯით და მცირე საექსპლოატაციო დანახარჯებით გამოირჩევა.

ჩეხური მოდელის მეორე ახალი მოდელი გახდება კომპაქტ–კარი, რომელიც 2012 წელს ადგილს ფაბიასა და ოქტავიას შორის დაიკავებს. კომპანიის წარმომადგენლები ამ მანქანას აღწერენ, როგორც მეტად პრაქტიკულს, კარგად სამართავს და მისი ფასი სრულ შესაბამისობაში იქნება მის ღირსებებთან.

აღსანიშნავია, რომ ჟენევის ავტოშოუზე, რომელიც მარტის დასაწყისში გაიმართა, ჩეხურმა ავტომწარმოებელმა კონცეპტუალური ჰეჩბეკი ვისიონ დ წარმოადგინა, რომელიც იმისთვის შეიქმნა, რათა წარმოადგინოს, როგორი მიმართულებით განვითარდება მარკის მომავალი მოდელების დიზაინი.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ავტო
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

1522720
1522920 online