asdas
ცნობილი ადამიანები
ოპელი იუბილესთვის ემზადება
ოპელი იუბილესთვის ემზადება
ოპელი იუბილესთვის ემზადება

2012-02-24 13:27:39



კომპანია ოპელმა საკუთარ 150 წლის იუბილესთან დაკავშირებით თავისი ოთხი მოდელისთვის _ ქორსას, მერივას, ასტრას და ინსიგნიასთვის აღჭურვის საგანგებო ვარიანტებს ამზადებს. საიუბილეო კომპლექტაციებს ექნებათ სტანდარტული მოწყობილობების გაფართოებული სია, რომელიც მის მყიდველს ანალოგიურად აღჭურვილ ჩვეულებრივ მანქანასთან შედარებით 2,1 ათასი ევროთი იაფი დაუჯდება.

საიუბილეო მოდიფიკაციის კომპაქტურმა ჰეჩბეკმა ქორსამ და კომპაქტვენმა მერივამ მიიღეს საბურავების 16 დიუმიანი დისკები, ჩამუქებული უკანა შუშები, ნისლსაწინააღმდეგო ფარები, კრუიზ-კონტროლი, მპ3-აუდიოსისტემა, საბორტო კომპიუტერი, ორზონიანი კლიმატ-კონტროლი, პანორამული მინის სახურავი, ასევე გამათბობელი სისტემით აღჭურვილი საჭე მაგნიტოლას სამართავი კლავიატურით. გარდა ამისა, ქორსასთვის გათვალისწინებულია გამონაბოლქვის გამომყოფი სისტემის მოთუთიებული მილები.

ოპელ ასტრას და ინსიგნიას აღჭურვილობა მთლიანად იმეორებს ქორსას და მერივას აღჭურვილობას. ასტრასთვის გამონაკლისს წარმოადგენს 17 დიუმიანი საბურავების დისკები, ხოლო ინსიგნიასთვის 18 დიუმიანი. ასევე ტოპ მოდელისთვის საბაზო აღჭურვილობაში გათვალისწინებულია წინა სავარძლების გათბობა და სანავიგაციო სისტემა.

აღსანიშნავია, რომ ჰეჩბეკი ქორსას და კომპაქტვენი მერივას შეკვეთაც შესაძლებელია 17 დიუმიანი საბურავების დისკებით. ისინი პარკტრონიკთან ერთად ოპციის დამატებით პაკეტში შევა სახელწოდებით პლიუს.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ჰეჩბეკი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

1522600
1522800 online