asdas
ცნობილი ადამიანები
ოპელის ახალი ასტრა და მოკა
ოპელის ახალი ასტრა და მოკა
ოპელის ახალი ასტრა და მოკა

2012-02-18 17:07:29



კომპანია ოპელმა გამოაქვეყნა განახლებული ჰეჩბეკ ასტრას ოპც-ს და კროსოვერ მოკას ახალი ფოტოსურათები. ხოლო ამ ავტომობილების მსოფლიო პრემიერა ჟენევის ავტოშოუზე გაიმართება.

ახალი ინფორმაცია ყველაზე მძლავრ ასტრას შესახებ ჯერჯერობით არ არსებობს. ამჟამად ცნობილია, რომ ახალი ჰეჩბეკი მიიღებს 280 ცხენისძალიან 2,0 ლიტრი მოცულობის ტურბინირებულ ძრავს, რომელიც საწვავის პირდაპირი შესხურების სისტემითაა აღჭურვილი, ასევე ექვსსაფეხურიან სიჩქარეთა გადაცემის მექანიკურ კოლოფს, წინა ხიდის თვითბლოკირებად მექანიკურ დიფერენციალს, ბრემბოს სამუხრუჭე მექანიზმებს, მექატრონულ შასს. ოპელ ასტრა ოპც-ს მაქსიმალური სიჩქარე საათში 250 კილომეტრამდე შეიზღუდება. კომპაქტური კროსოვერის, მოკას ძრავათა გამაში შევა ორი სახის ბენზინის ძრავი: 1,6 ლიტრი მოცულობის ატმოსფერული, რომლის სიმძლავრე 115 ცხენისძალას შეადგენს და 140 ცხენისძალიანი 1,4 ლიტრი მოცულობის ტურბოძრავი. გარდა ამისა, ამ ავტომობილისთვის ასევე განკუთვნილი იქნება 130 ცხენისძალიანი 1,7 ლიტრი მოცულობის დიზელის ძრავი. მოკა მიიღებს, როგორც წინა გაწევის, ისე სრული გაწევის სისტემებს.

ჟენევის ავტოშოუზე კომპანია ოპელი ასევე წარადგენს ელექტრო ველოსიპედ რად-ს და ინსიგნიას 195 ცხენისძალიანი ბი-ტურბო დიზელის 2,0 ლიტრი მოცულობის ძრავით, რომელიც 100 კილომეტრის მანძილზე დაახლოებით 4,9 ლიტრ საწვავს მოიხმარს.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ჰეჩბეკი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

1522520
1522720 online