asdas
ცნობილი ადამიანები
რენოს კომპაქტვენი
რენოს კომპაქტვენი
რენოს კომპაქტვენი

2011-02-22 15:43:58



ახლახანს გავრცელდა კონცეპტუალური კომპაქტვენის, რენო რ–სპეიქის ფარულად გადაღებული ფოტოსურათები, რომლის პრემიერაც მარტში ჟენევის ავტოშოუზე შედგება. წინასწარი ინფორმაციით, პროტოტიპი აგებულია მოდელ მეგანის პლატფორმაზე და იძლევა წარმოდგენას იმაზე, როგორი იქნება ანალოგიური სერიული მანქანა. სხვა არანაირი დაწვრილებით ინფორმაცია ამ ახალ ავტომობილზე არ ვრცელდება.

ფოტოსურათების მიხედვით, კონცეპტუალური კომპაქტვენი რენოს ახალ საფირმო სტილშია შესრულებული. ამ მოდელის შექმნაზე მუშაობს ლორენს ვან დენ აკერი, რომელიც კომპანია რენოში მაზდადან გადავიდა. აღსანიშნავია, რომ ასეთივე სტილშია გადაწყვეტილი კიდევ ერთი კონცეპტ–ქარი – კროსოვერი ქაპტერი, რომლის პრემიერაც ასევე ჟენევის ავტოშოუზე შედგება.

ადრე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რენო ქაპტერს კარბონის ძარა აქვს, დიდი ზევით ასაწევი კარებები და 1,6 ლიტრი მოცულობის დიზელის ტვინ–ტურბო ძრავი, რომლის სიმძლავრე 160 ცხენისძალას შეადგენს და რობოტიზირებულ სიჩქარეთა გადაცემის კოლოფთან ერთად იმუშავებს. ფრანგული ავტოკომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კონცეპტუალურ კროსოვერს ნოლიდან საათში 100 კილომეტრამდე სიჩქარის განვითარებისთვის 8 წამი დასჭირდება, ხოლო მისი მაქსიმალური სიჩქარე საათში 210 კილომეტრი იქნება.

აღსანიშნავია, რომ კომპაქტური კროსოვერი ნისან ჯუკეს მოდერნიზირებულ პლატფორმაზე აგებული.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ავტო
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

1523344
1523544 online